ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პალომა

პალომა

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge
FB / ნიკორა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, სწორედ “ნიკორა” გახლავთ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა. დღეს „ნიკორა“ დაახლოებით 275 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს, 6000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

ამასთანავე, “ნიკორა” ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს.

“პალომა” ნაყინის ქართული ბრენდია.

სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც “პალომას” პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. ნაყინი კარაქსა და შესქელებულ რძეზე მზადდება და უდაოდ გამორჩეული გემოთი და რბილი კონსისტენციით ხასიათდება.

“ნიკორა” “პალომას” ბრენდის ქვეშ პროდუქციას 2005 წლიდან აწარმოებს და დღეს, მომხმარებელს 20-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს. კომპანია პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულის იმპორტს ირლანდიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, ბრაზილიის და ახალი ზელანდიის ქარხნებიდან ეწევა და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ მსოფლიო დონის ავტორიტეტულ წარმოებებთან თანამშრომლობს.