ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ოცნება, შპს

ოცნება, შპს

ლორთქიფანიძის 166, თბილისი, საქართველო
+995 577 32 02 02
info@megadoors.ge
http://megadoors.ge/
FB / მეგადორსი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ოცნება” დაფუძნდა ქ. ბათუმში 1996 წელს. 1996-2003 წლამდე კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ხე-ტყის მოპოვება, გადამუშავება და ექსპორტი, ასევე დეკორატიული ფილების წარმოება. 2010 წელს მოიპოვა და დანერგა ISO 9001-2008 ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატი. 2004 წლიდან დაიწყო სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაცია, მათ შორის კარების იმპორტიც (კარი მაღაზიებში საქართველოში პირველად გამოიფინა ოცნების მიერ). 2007 წელს შექმნა სამშენებლო-სარემონტო მაღაზიათა ქსელი ბრენდით “ოცნების სახლი”. 2013 წელს ძველ ბათუმში ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 20 ნომრიანი სასტუმრო სახელით “ვანილა”.

ქართული ბრენდული კარების “Megadoors”-ს წარმოება 2017 წლიდან დაიწყო. შპს „ოცნებამ“ სახელმწიფო პროექტ “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ააშენა თანამედროვე ქარხანა და “Megadoors”-ის სახელით დაიწყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხისა და ლითონის კარების წარმოება. წარმატებული საქმიანობა განაპირობა ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა, თანამედროვე მანქანა-დანადგარებმა, მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულმა, მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა და გუნდურმა მენეჯმენტმა.

Megadoors”-ში 2018 წლიდან, პირველად საქართველოში დაიწყო ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარი უმაღლელის ხარისხის კარის წარმოება.

სწორედ ინოვაციებმა და ახალმა ტექნოლოგიებმა მისცა საშუალება “”Megadoors”-ს სხვადასხვა დიზაინის, ფორმის, ზომისა და ფერის ზეგამძლე კარები გამოეშვა. წარმოებაში გამოიყენება ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებულ მაღალი ხარისხის ნედლეული: გერმანულ წებო, იტალიურ საღებავი, ბელორუსულ პირველი ხარისხის ფიჭვი, ბრიტანული და გერმანული ცეცხლმედეგი და აკუსტიკური კარის შიგთავსი. სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიანი კარების წარმოებაში “Megadoors” ერთადერთია საქართველოში. კომპანიამ უკვე საექსპორტო გაყიდვებიც დაიწყო.

მთავარი პოლიტიკა “Megadoors”-ისთვის არის მომხმარებლისათვის ხარისხიანი, უსაფრთხო, ინოვაციური, ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული, ხანგძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდება. საამისოდ საწარმოს აქვს:

– ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული;
– გამოცდილი და მოტივირებული სპეციალისტები;
– თანამედროვე დაზგა დანადგარები;
– 3-დან 5 წლამდე გარანტია გაყიდულ პროდუქტზე;

ბრენდი ყველა ჩამოთვლილ კომპონენტს აკმაყოფილებს. კონკრეტულად:

– ხის მასალა შემოდის ბელორუსიიდან, პირველი ხარისხის ფიჭვი, გამშრალი 12%-მდე და ზუსტი გეომეტრია;
– გამოსაყენებელი წებოები და საღებავები შერჩეულია ეკოლოგიური სისუფთავის გათვალისწინებით, ჰენკელის, კლაიბერიტის და სხვა ევროპული ბრენდების პროდუქტებია;
– საქართველოს ბაზარზე იყიდება მხოლოდ ისეთი კარი რომელსაც შიგთავსი აქვს სიცარიელე. ამის შესავსებათ “Megadoors” იყენებს გერმანულ სეურლანდის კარის პანელებს, რომლსაც გამოიყენებს წამყვანი ევროპის კარის მწარმოებლები. ეს პანელები უზრუნველყოფს 28 დეციბალამდე ხმაგაუმტარობას, თბოგაუმტარობას, სიმსუბუქეს და კარის სიმყარეს;
– კომპანია იყენებს ავსტრიულ კრონოსპანის მდფ-ს პანელებს, თურქულ კასტამონუსა და ჩამსანის ბრენდებს, სადაც ეკოლოგიური სისუფთავე მაღალ დონეზე აქვთ დაყენებული;
– მიუხედავად სპეციალისტების დეფიციტისა “Megadoors” მაინც ახერხებს მათ მოძიებას და სწავლებას;
– მანქანა-დანადგარები პასუხობენ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს, უმეტესობა ციფრული დაზგებია რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი კარების დამზადებას;

“Megadoors”-ში 2018 წლიდან, პირველად საქართველოში დაიწყო ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარი უმაღლელის ხარისხის კარის წარმოება. ნედლეულად და აქსესუარებად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გერმანული და ინგლისური წარმოების მასალები. პარალელურად მიმდინარეობს ცეცხლგამძლე კარის სერტიფიცირება, რაც იმას ნიშნავს რომ მალე “Megadoors”-ს ექნება ინგლისური სასერთიფიკაციო ორგანოს BMTRADA-ს სერთიფიკატი 30, 60 და 90 წთ-იანი ცეცხლმედეგობის კარისთვის. აქაც საქართველოში “Megadoors” პირველი იქნება ვისაც მსგავსი სერტიფიკატი ექნება.

მიმდინარეობს ასევე მუშაობა ISO 9001 : 2015 სერთიპიკატის მოპოვებისთვის, რაც 2019 წლის ზაფხულისთვის წარმატებით დასრულდება.

“Megadoors”-ის შოურუმები მდებარეობენ: თბილისში – წერეთლის გამზირი 117 და ლორთქიფანიძის 166, ბათუმში – გაგარინის 20, პუშკინის 27 და გორგილაძის 120.