ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი

ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი

თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა, საქართველო
+ 995 210 60 29
info@dila.com.ge
http://dila.com.ge
FB / დილის პროდუქტები

2006 წელს დაფუძნებული ISO 22000:2005 სერტიფიკატისა და ქართული ხარისხის ნიშნის მფლობელი შპს “დილის პროდუქტები” თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში მდებარეობს და კვერცხის წარმოებაზეა კონცენტრირებული. პროდუქცია ბაზარზე ბრენდული დასახელებით – “დილა” გამოდის. საფრინველეებში ყველა პროცესი ავტომატიზირებულია. ფრინველი იზრდება სუფთა, ჯანსაღ გარემოში და იკვებება GMO-სგან თავისუფალი ჯანსაღი საკვებით. ფაბრიკაში არსებული ნარჩენების გადასამუშავებელი დანადგარი, გარემოს იცავს დაბინძურებისაგან.

ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი

კვერცხი – უნიკალური პროდუქტია, რომელშიც იდეალურადაა დაბალანსებული ყველა საკვები ნივთიერება. კვერცხის გული მაგალითად მდიდარია ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ორგანიზმიდან გამოდევნიან ჭარბ ქოლესტერინს. იგი შეიცავს A, B, D, E და H ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კვერცხი ასევე გაჯერებულია უმნიშვნელო რაოდენობის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, მათ შორისაა ომეგა 3, რომელიც გვიცავს ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ინსულტებისა და ინფარქტებისგან. თუმცა, თუ ჩვეულებრივი კვერცხის შემადგენლობაში ომეგა 3 შემცველობის მჟავები ყოველ 100 გრამზე 30-50 მილიგრამია, “ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხში” 270 მილიგრამამდე აღწევს, ანუ 5-6-ჯერ მეტია.

ომეგა 3 იმ ცხიმოვანი მჟავების გამაერთიანებელი სახელწოდებაა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის კრიტიკულად აუცილებელია. მათ შორის ძირითადია სამი: ალფა-ლინოლენის მჟავა (ALA – Alpha-linolenic Acid), რომელიც უმეტესად მცენარეებში გვხვდება, ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA – Eicosapentaenoic Acid) და დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA – Docosahexaenoic Acid), რომლებიც გვხვდება თევზეულში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მათ ვღებულობთ.

თევზი და ზღვის პროდუქტები განსაკუთრებით მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით. მოსახლეობა კარგად იცნობს მაგალითად თევზის ცხიმის სარგებლიანობას. უამრავი ადამიანია თევზის ცხიმის მომხმარებელი საქართველოში, თუმცა მისი მიღება არც თუ ისე კომფორტული პროცესია. ომეგა 3-ის მიღება ორგანიზმში ასევე საკვები დანამატების ფორმითაცაა შესაძლებელი, რომელთაც სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას ექიმები ხშირად უნიშნავენ პაციენტებს.

ზრდასრული ადამიანისათვის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დღიური ოპტიმალური ოდენობა 1000 მილიგრამამდეა. “ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი” პრაქტიკულად არის ორი ზემოთ ნახსენები საშუალების ალტერნატივა, რომ ადამიანმა ბუნებრივად, საკვებთან ერთად მიიღო ორგანიზმისათვის სასარგებლო ცხიმების ნაკრები თან ისე, რომ თვითონვე აკონტროლოს დოზა.

ომეგა 3-ის სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრის აღმოჩენა დანიელი მეცნიერის – იორნ დაიებერგის (Jorn Dyeberg) დამსახურებაა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში გრენლანდიაში მოგზაურობის დროს დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა – ესკიმოსები იშვიათად ავადდებოდნენ გულის დაავადებებით, მაშინ როდესაც მათი საკვების ძირითად რაციონს უაღრესად ცხიმიანი საკვები შეადგენდა (თევზი და სელაპის ხორცი). მან შეადარა 45-დან 65 წლამდე მამაკაცი ესკიმოსი მოსახლეობის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა იგივე ასაკობრივი მონაცემის ამერიკელი მოსახლეობის მაჩვენებელს და გაოცდა: სიკვდილიანობის მაჩვენებლის შეფარდება 5% / 40% იყო. 2 წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მან გამოყო ორი ცხიმოვანი მჟავა – ეიკოზაპენტანი (EPA) და დოკოზაჰექსანი (DHA). სწორედ ეს აღმოჩენა გახდა დასაბამი, ცნობილი გამხდარიყო ომეგა 3-ის ყველა დადებითი თვისების შესახებ. ამ თემაზე მსოფლიოში უამრავი კვლევაა ჩატარებული და თითოეული მათგანი ადასტურებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების უდაო სარგებლიანობას. პროდუქტის შექმნის პროცესში ჩვენც არაერთი კვლევა ჩავატარეთ. სხვადასხვა ეტაპზე კვერცხის ნიმუშები გავაგზავნეთ შვეიცარიული კომპანია SGS S.A.-ის ჰამბურგის ნალიზურ ლაბორატორიაში.

მსოფლიოში ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი ბევრ ქვეყანაში იწარმოება და იყიდება, მაგრამ უაღრესად გვეამაყება, რომ საქართველოში ვართ პირველები, ვინც მისი წარმოება დაიწყო!

ფაბრიკის ფრინველის რაციონი ძირითადად შედგება მაღალი ხარისხის სიმინდის და სხვა აუცილებელი დანამატებისაგან. ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხის მისაღებად ფრინველს ეძლევა კომპანია Optivite International (დიდი ბრიტანეთი) მიერ წარმოებულ Optomega-100-ს, რომელიც შეიცავს 100% ორაგულის ცხიმს (100% Salmon Oil).

პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი კომპანია ჰარტმანის (HARTMANN) მიერ წარმოებულ ეკო შეფუთვაში და ადვილად შესამჩნევია დახლზე.

ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი უნიკალურია! მას ჩვეულებრივი კვერცხის დადებით თვისებებთან ერთად აქვს პოზიტიური ეფექტების მთელი სპექტრი, რომელთა შორის მთავარია:
– ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება;
– ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზდას და ცხიმოვანის შემცირებას. გამოიყენება როგორც გასახდომად, ისე მასის გასაზრდელად;
– ახასიათებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების შემცველობის წინსვლის შენელების ხარჯზე. ასეთ დროს ნახშირწყლები ნელა აითვისებიან, არ ქმნიან კონცენტრაციულ პიკებს, რომლებიც იწვევენ ინსულინის დესენსიბილიზაციას;
– სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, მისი სიბლანტის შემცველობის ხარჯზე, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, მცირდება გულ-სისხლძრღვთა დაავადებების რისკი, თრომბების წარმოქმნა, ინსულტები ინფარქტები;
– ზრდის საერთო ტონუსს და ამტანობას;
– წარმოადგენს სისხლის ბიოლოგიურად აქტიური ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების – პროსტაგლანდინების წინამორბედს. პროსტაგლანდინები ამცირებენ ტკივილს და ანთებით პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ფიზიკურ ვარჯიშს. ასეთი სახით მცირდება ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილების დაშლა და აღდგენა უფრო სწრაფად ხდება;
– უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება განწყობა. ახდენს რუხი ნივთიერების სტრუქტურის სრულყოფას. ტვინის ნივთიერებათა 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის;
– ხდის კანს რბილს და სუფთას;
– ენერგიის ჯანმრთელი წყაროა. არ ზრდის ცხიმოვანი მასის მომატების რისკს;
– იზრდება ჰორმონების რეპროდუქცია, მათ შორის ტესტოსტერონის, რომელიც აუცილებელია ბოდიბილდინგში;

ომეგა-3 დადებითი ეფექტები აქვს შემდეგი პათოლოგიებისას:
– მაღალი ქოლესტეროლი, დიაბეტი;
– ოსტეოპოროზი, ართრიტი;
– ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, ყურადღების დეფიციტი;
– მაღალი წნევა, მაკულარული დეგენერაცია (თვალის ბადურა გარსის პათოლოგია);
– ასთმა, დეპრესია;
– კანის პრობლემები, საჭმლის მონელების დარღვევა;
– ზოგიერთი სიმსივნე;