ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ნუტრიმაქსი, შპს

ნუტრიმაქსი, შპს

ლ. ღოღობერიძის 67ბ, თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 53 35
info@nutrimax.ge
http://nutrimax.ge
FB / ნუტრიმაქსი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულებაა ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვებით, საკვებდანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით.

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.
პროდუქცია – კომპანია მომხმარებელს უზიარებს მსოფლიოში საკვების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის Trouw Nutrition-ის კვალიფიციურ გამოცდილებას და სთავაზობს საუკეთესო ხარისხის მზა საკვებსა და საკვებდანამატებს ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის.

კომბინირებული საკვების საწარმო – „ნუტრიმაქსი“ ფლობს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმოს, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ტონა საკვებია ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის. პროექტი განხორციელდა Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით, რაც უზრუნველყოფს ახალი ქარხნის შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან. საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, ამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიასაც.

ISO 22000 – მომხმარებელთათვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება „ნუტრიმაქსის“ უპირველესი ამოცანაა. „ნუტრიმაქსი“ ფლობს TUV SUD -ის გაცემულ საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სისტემის – ISO 22000-ის სერთიფიკატს, რაც განაპირობებს პროდუქციის უვნებლობასა და სტაბილურ ხარისხს.

კომპანიაში ფუნქციონირებს NIR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ფუნქციონირებს Nutreco-ს შვილობილი კომპანიის Masterlab-ი მონაცემთა ბაზების მეშვეობით. ყველა პროდუქტი გადის ხარისხისა და ქიმიური შემადგენლობის მკაცრ კონტროლს, რაც გარანტია იმისა, რომ არ ჩამოვრჩეთ ევროპულ სტანდარტებს და დავაკმაყოფილოთ ფერმების მოთხოვნები ცხოველთა და ფრინველთა კვების სფეროში.
Trouw Nutrition-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში – „ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს Trouw Nutrition-ის ოფიციალური პარტნიორს საქართველოში. 2013 წლიდან კომპანია „ნუტრიმაქსსა“ და Trouw Nutrition-ს შორის გაფორმებულია Know-How შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მათი ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას ჩვენს კომპანიასა და მომხმარებლებში. ცოდნისა და გამოცდილების ამგვარი გაზიარების შედეგად, მუდმივად ვცდილობთ ინოვაციური პროექტების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.