ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ნიკორა

ნიკორა

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge
FB / ნიკორა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, სწორედ “ნიკორა” გახლავთ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა. დღეს „ნიკორა“ დაახლოებით 275 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს, 6000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

ამასთანავე, “ნიკორა” ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს.

“ნიკორა” ხორცპროდუქტების ქართული ბრენდია.

ხორცპროდუქტების წარმოება “ნიკორა”-ს ჰოლდინგის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა. კვების პროდუქტების პირველმა ორგანიზებულმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ ქვეყანაში ზოგადად ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ბაზარზე სხვა ბიზნეს-კომპანიებისთვის გზამკვლევის ფუნქცია შეასრულა. “ნიკორა” ხორცპროდუქტების ბაზრის 35%-იანი წილით უკვე 21 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

სხვადასხვა სახეობის სოსისები თუ სარდელები, მოხარშული, შებოლილი, ნედლად შებოლილი ძეხვეული და შაშხების მრავალფეროვანი ასორტიმენტი დღეს ქართველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტია. “ნიკორა”-ს პოპულარობას წარმოებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელი – ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, გამოცდილი და პროფესიულად მუდმივად მზარდი კადრები, მომხმარებელთან პერმანენტული დიალოგის რეჟიმი და რაღა თქმა უნდა, ქართულ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული რეცეპტურა განსაზღვრავს.