ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ნამცხვარი ქუქისი

ნამცხვარი ქუქისი

კახეთის გზატკეცილი 217ა, თბილისი 0198, საქართველო
+ 995 32 214 77 30, +995 595 14 77 33
info@madamde.ge
http://madamde.ge
FB / მადამდე

შპს “ემსიბი ჯორჯია” ფუნქციონირებს 1999 წლიდან და მისი მიზანია მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსი”-ს რესტორნების ქსელის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით მომარაგება მთელს ამიერკავკასიის რეგიონში. გარდა ამისა კომპანია 500-ზე მეტ საცალო ობიექტში ყიდის თავისი წარმოების პურფუნთუშეულს ბრენდით – “მადამდე”.

ნამცხვარი “ქუქისი” კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელიც HACCP სერტიფიცირებულ საწარმოში მზადდება და მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიეწოდება.

შპს “ემსიბი ჯორჯია” ყოველწლიურად გადის ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ატარებს საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანა: “Bureau Veritas”. საწარმოში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების “რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის” სისტემა HACCP. ამ სისტემის სტანდარტებიდან გამომდინარე საწარმოში დაცულია სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. წელიწადში ორჯერ, საწარმოს მთელი პერსონალი გადის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო ყოველთვიურად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები.