ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

მოცვის ჩაი

ჩაის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია, ტყიბული, საქართველო
+ 995 599 503 946
+ 995 555 786 575
dalaqishvili3553@mail.ru

შპს “ტყიბულის ჩაი” ტყიბულის რაიონში 1300 მეტს სიმაღლეზე საკუთარ 27 ჰა პლანტაციებში ყოველწლიურად 200-250 ტონა ჩაის კრეფს და მისსავე ფაბრიკაში კლასიკური წესით და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით უმაღლესი ხარისხის ჩაის აწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ.

მოცვის ჩაი შპს “ტყიბულის ჩაის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ყველასათვის ცნობილია მოცვის სამკურნალო თვისებები. მოცვი იზრდება მაღალმთიან ეკოლოგიურად სუფთა ზონაში. პროდუქტი დამზადებულია 100% მოცვის ფოთლებისგან და გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და არომატით. დაფასოებულია 100 გრამიან შეფუთვაში.