ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მედა ბრაითი, შპს

მედა ბრაითი, შპს

ქინძმარაულის 5, თბილისი, საქართველო
+ 995 32 2 711 799
info@qarti.ge
http://qarti.ge
FB / ქართი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “მედა ბრაითი” 2010 წელს შექმნილი ქართულ-ებრაული საწარმოა, რომელიც საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვითა და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციით უმაღლესი ხარისხის სარეცხ და საპრიალებელ საშუალებებს ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს როგორც ორგანიზაციებს, ასევე კერძო პირებს. კომპანია პროდუქციას ბრენდული დასახელებით – “ქართი” აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე პოზიტიური იმიჯის მქონე ახალი ქართული ბრენდის სახელის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

კომპანია “მედა ბრაით”-ი 2010 წლიდან აწარმოებს დასუფთავების საშუალებებს ბაზრის ინდუსტრიული და სპეციალიზებული სეგმენტებისთვის. 7 წლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ და საწარმოო სიმძლავრეების მნიშვნელოვანმა ზრდამ შესაძლებელი გახადა საცალო ბაზარზე გასვლა მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფასის მქონე პროდუქციით.

პროდუქციის ასორტიმენტშია:
• ექსტრა ლაინი – ჭურჭლის ხელით რეცხვის სითხე
• პანოლითი – შუშის გამრეცხი სითხე
• პრიალონი – საპრიალებელი სითხე
• აველონი – ავეჯის საპრიალებელი სითხე
• ფორმულა 80 – ორგანული და არაორგანული ცხიმების ამომყვანი
• ამოლითი – ღრმად ჩამჯდარი ცხიმისა და ჭუჭყის ამომყვანი სითხე
• ლილიანი – კერამიკის სარეცხი სითხე
• ოქსილანი – მინერალური და კოროზიული ნადების ამომყვანი სითხე
• არიანი – ანტიბაქტერიული თხევადი საპონი

კომპანიამ 2017 წლის 10 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო მოძრაობა KAR.GE-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე – “იყიდე ქართული”, სადაც 300+ სპეციალურად მოწვეული პირის წინაშე წარადგინა თავისი ნაწარმი.