ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მეგადორსი

მეგადორსი

ლორთქიფანიძის 166, თბილისი, საქართველო
+995 577 32 02 02
info@megadoors.ge
http://megadoors.ge/
FB / მეგადორსი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ქართული ბრენდული კარების “Megadoors”-ს წარმოება 2017 წლიდან დაიწყო. შპს „ოცნებამ“ სახელმწიფო პროექტ “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ააშენა თანამედროვე ქარხანა და “Megadoors”-ის სახელით დაიწყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხისა და ლითონის კარების წარმოება. წარმატებული საქმიანობა განაპირობა ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა, თანამედროვე მანქანა-დანადგარებმა, მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულმა, მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა და გუნდურმა მენეჯმენტმა.

კომპანიის მისიაა ქართული წარმოებისა და პროდუქციის წინა პლანზე წამოწევა, იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება.
ამჟამად, ქარხანაში იწარმოება 100-ზე მეტი სახეობისა და დიზაინის ხისა და ლითონის მაღალი ხარისხის კარი. ამასთან, 2018 წლიდან, პირველად საქართველოში საწარმომ დაიწყო ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარი უმაღლელის ხარისხის კარის წარმოება.

მთავარი პოლიტიკა “Megadoors”-ისთვის არის მომხმარებლისათვის ხარისხიანი, სასურველი დიზაინის, უსაფრთხო, ხანგძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდება. საამისოდ საწარმოს აქვს:

– ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული;
– გამოცდილი და მოტივირებული სპეციალისტები;
– თანამედროვე ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარები;
– 3-დან 5 წლამდე გარანტია გაყიდულ პროდუქტზე;

“Megadoors”-ის შოურუმები მდებარეობს: თბილისში – წერეთლის გამზირი 117 და ლორთქიფანიძის 166, ბათუმში – გაგარინის 20, პუშკინის 27 და გორგილაძის 120.