ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მაფინი პატარა კაკაო და ვანილი – 130 გრ

მაფინი პატარა კაკაო და ვანილი – 130 გრ

კახეთის გზატკეცილი 217ა, თბილისი 0198, საქართველო
+ 995 32 214 77 30, +995 595 14 77 33
info@madamde.ge
http://madamde.ge
FB / მადამდე

შპს “ემსიბი ჯორჯია” ფუნქციონირებს 1999 წლიდან და მისი მიზანია მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსი”-ს რესტორნების ქსელის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით მომარაგება მთელს ამიერკავკასიის რეგიონში. გარდა ამისა კომპანია 500-ზე მეტ საცალო ობიექტში ყიდის თავისი წარმოების პურფუნთუშეულს ბრენდით – “მადამდე”.

მაფინი პატარა “კაკაო და ვანილი” – 130 გრ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელიც HACCP სერტიფიცირებულ საწარმოში მზადდება და მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიეწოდება.

მაფინის რეცეპტი ძალიან მდიდარია თავისი შემადგენლობით. მის მოსამზადებლად გამოიყენება:
სპეციალური საცხობი მიქსი
შაქარი
კვერცხი
ზეთი
ინვერსირებული შაქრის სიროფი
ვანილი
დასახელების შესაბამისი რომელიმე არომატი. მაგალითად ვანილის, ან ლიმონის, ან ფორთოხლის, ან შოკოლადის.
ლიმონმჟავა
კაკაოს ფხვნილი
ასევე, აუცილებელი საკვები დანამატები:
გლიცერინი
პროპილენ გლიკოლი
კალიუმის სორბიტი

მაფინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დამოუკიდებელი ნოყიერი პროდუქტი. შესანიშნავია ჩაისთან და ყავასთან მისაყოლებლად. შენახვის ვადაა 90-180 დღე. 100 გრამი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაა 470 კკალ.

შპს “ემსიბი ჯორჯია” ყოველწლიურად გადის ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ატარებს საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანა: “Bureau Veritas”. საწარმოში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების “რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის” სისტემა HACCP. ამ სისტემის სტანდარტებიდან გამომდინარე საწარმოში დაცულია სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. წელიწადში ორჯერ, საწარმოს მთელი პერსონალი გადის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო ყოველთვიურად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები.