ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მარიამ დუმბაძე, ი.მ.

მარიამ დუმბაძე, ი.მ.

+995 599 53 59 09; +995 577 77 92 93
tbilihobby@gmail.com
FB / თბილიჰობი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“თბილიჰობი” 2019 დაფუძნებული ბრენდია, რომელიც ცოცხალ ფერებში გადაწყვეტილ საბავშვო ნაქსოვ პლედებს აწარმოებს. პროდუქცია არაალერგიული -საქსოვი ძაფისგან და ბამბის ქსოვილებისგან მზადდება. თითოეული ნამუშევარი ხელით იქსოვება და არის უნიკალური.

ნედლეული გამოიყენება აკრილი, ხოლო პლედის შიდა მხარის ქსოვილებად უმეტესწილად შერჩეულია სატინი. აღნიშნული მზადდება ბამბის ნაერთებისგან, ზედმეტი მინარევების გარეშე და ვინაიდან პლედის შიდა მხარე არის ბავშვებთან შემხებლობაში, აუცილებლად უნდა იყოს მათთვის კომფორტული და ანტიალერგიული.

პროდუქცია ჯერჯერობით იქმნება მხოლოდ ბავშვებისთვის. პლედები გაწყობილია ქსოვილით და სხვადასხვა ხელნაკეთი დეტალებით. დიდი დრო ეთმობა ნაქსოვისა და ქსოვილის ფერთა შეხამებას. არის გამორჩეული, ხალისიანი, მკვეთრი ფერები, რომელიც თითქმის არ გვხვდება ადგილობრივად. შიგნიდან გამოკრული აქვს ბამბის ქსოვილი, რათა კიდევ უფრო ნაკლებად ალერგიული იყოს ბავშვებისთვის. პროდუქცია დიდ მოწონებას იმსახურებს მყიდველების მხრიდან.

საბავშვო ყველაფერი ასოცირდება სითბოსთან, დადებით აურასთან. თავდაპირველად თემა როგორც ჰობი ისე გაჩნდა დამფუძნებლების – ქეთი და მარიტა დუმბაძეების ცხოვრებაში. ოჯახის ჰობი საქმედ გადაიქცა და ასე დაიბადა “თბილიჰობი”.

მომხმარებელს შეუძლია ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეუკვეთოს სასურველი პროდუქცია. დღეს ნაქსოვი პროდუქცია საკმაოდ ძვირია, “თბილიჰობი”-ს პროდუქცია ერთდროულად არის ხარისხიანიც და ხელმისაწვდომიც მომხმარებლებისთვის. ასევე, საუკეთესო საჩუქარია მომავალი და ახალბედა დედებისთვის.

დღეს ნაქსოვი პროდუქცია საკმაოდ ძვირია, “თბილიჰობი”-ს პროდუქცია ერთდროულად არის ხარისხიანიც და ხელმისაწვდომიც მომხმარებლებისთვის. ასევე, საუკეთესო საჩუქარია მომავალი და ახალბედა დედებისთვის.