ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ლარდა

ლარდა

შარტავას 6, თბილისი, საქართველო
+995 0322 23 61 26
lardadecor@gmail.com
FB / ლარდა დეკორი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ქართული პროდუქტის შექმნის სურვილით, რამდენიმე მეგობრის მიერ დაფუძნებული ბრენდი “ლარდა”-ს ძირითადი ორიენტირი და ინტერესის სფერო ვინტაჟური სანათების, ავეჯისა და დეკორატიული აქსესუარების მათი ხედვით და დიზაინით შექმნა არის. მეტალის, ხისა და სხვა ნატურალური მასალების ხელით დამუშავებით კი ესკიზები რეალობად გადაქცევა. დამუშავების პროცესში თითოეულ დეტალს ექცევა დიდი ყურადღება რაც, ნაკეთობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ბრენდი 2018 წელს შეიქმნა. მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად ძირითად სეგმენტად თბილისის მოსახლეობა იყო განსაზღვრული, დღეს უკვე შეკვეთის მიღება და ტრანსპორტირება რეგიონებშიც ხორციელდება. კომპანია უკვე მზად არის ხელნაკეთი პროდუქცია საექსპორტოდაც შექმნას. საამქროში რამდენიმე ადამიანი არის დასაქმებული. იწარმოება როგორც ხელნაკეთი სანათები, ასევე სხვადასხვა სახის დეკორატიული ავეჯი და აქსესუარები.

კომპანიის მაღაზია-შოურუმი თბილისში, შარტავას 6-ში (სააკაძის მოედანთან) მდებარეობს. აქ წარმოდგენილია მზა პროდუქციის ნიმუშები. მაღაზიაში შეძლებთ როგორც ორიგინალური დიზაინით შექმნილი ხელნაკეთი ჭაღების შეძენას, ასევე ინდივიდუალური დაკვეთით სანათების, ავეჯის, საათების, სარკეების, თაროების და სხვა ვინტაჟური-ლოფტის ტიპის დეკორატიული აქსესუარების დამზადებას.

წარმოგიდგენთ პროდუქციის გალერეას