ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ლაიტი

ლაიტი

ჭყონდიდელის 1, ხობი, საქართველო
+995 592 02 33 23
omekhikharbedia@gmail.com
FB / ლაიტი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

რკ “ლაიტი” დაფუძნდა 2016 წელს 12 კაცის შემადგენლობით. 230 კვ. მეტრის ფართის შენობა მდებარეობს ქ. ხობში, ჭყონდიდელის ქ. 1-ში, სადაც განთავსებულია სიმინდის გადამამუშავებელი ევრო წისქვილი. კოოპერატივს ხობის რაიონში გააჩნია 42 ჰექტარი სასოფლო მიწა. მიწა არის რკ ლაიტის წევრების საკუთრება, სადაც მოჰყავთ სიმინდის ადგილობრივი ჯიშები: აჯამეთის თეთრი და ლომთაგორა. რკ ლაიტს გააჩნია სათანადო სერთიფიკატები.

42 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან მოგვყავს 350 ტონა სიმინდის ნედლეული. დანარჩენს ვყიდულობთ ადგილობრივი მოსახლეობიდან. სიმინდის გადამამუშავებელი ევრო წისქვილის წარმადობა არის დღეში 2,500-დან 4,000 კგ-მდე. სიმინდი დამუშავებისას გაივლის 11 ტექნოლოგიურ პროცესს და მიიღება მზა პროდუქცია – სიმინდის ღერღილი და სიმინდის ფქვილი. პროდუქცია ინახება 6 თვის განმავლობაში. პროდუქციის მომხმარებებლები არიან სავაჭრო ფირმები, მაღაზიები, რესტორნები, საწესჩვეულებო ორგანიზაციები და იგზავნება რუსეთშიც.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “ლაიტი” ერთ-ერთია, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გამოყოფილი გრანტით დაფინანსდა. შედეგად კოოპერტივის წევრებმა სიმინდის ბურღულისა და ფქვილის მწარმოებელ საწარმოში ევროპულ სტანდარტები დანერგეს.

ჩვენ ამ პროდუქციას ვაძლევთ სასაქონლო სახეს, ვაფასოებთ 0,75 კგ შეფუთვებში როგორც სიმინდის ღერღილს, ასევე სიმინდის ფქვილს, ვათავსებთ სპეციალურად გამზადებულ პარკებში, სადაც აღნიშნულია ბრენდი, პროდუქციის დასახელება, პროდუქციის სახეობა, წონა და შტრიხკოდი. ასევე გვაქვს 5, 10, 20, 30, 40კგ-იან ტომრებში.