ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

კუმისი

გარდაბნის რაიონი, სოფ. კუმისი, საქართველო
+995 591 09 00 08
info@kumisi.ge
http://kumisi.ge
FB / კუმისი

ISO 22000 სერთიფიცირებული შპს “კუმისი XXI” ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის პროდუქციაც შეტანილია “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია 2005 წელს დაარსდა და უკვე 13 წელია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ პროდუქტს თავაზობს და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე.

ბრენდული დასახელება “კუმისი” იმ სოფლის სახელიდან მოდის, სადაც საწარმო მდებარეობს. ეს არის ადგილი თბილისიდან 17 კილომეტრში. 12 ჰექტარზე გადაჭიმულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 13 საფრინველე და 3 საწიწილეა. უმაღლესი ხარისხის მარცვლეულისა და მაღალი სტანდარტების გამოყენებამ, ასევე წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია – ქათმის 0, I და II კატეგორიის კვერცხი ეწარმოებინა.

კომპანიას 2011 წელს მიღებული აქვს ხარისხის ნიშნის სერთიფიკატი და მისი პროდუქცია შეტანილია “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. „კუმისი XXI“ 2017 წლიდან ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კომპანიის მაღალ ხარისხს წარმოების ყველა ეტაპზე: საკვების მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, მენეჯმენტის გამართული მუშაობა და რაც მთავარია მომხმარებლების კმაყოფილება. კომპანიას გააჩნია მის მიერ წარმოებული პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.