ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > კუმისის ფერმერი

კუმისის ფერმერი

გარდაბნის რაიონი, სოფ. კუმისი, საქართველო
+ 0790 26 25 20
info@kumisi.ge
http://kumisi.ge
FB / კუმისი

ISO 22000 სერთიფიცირებული შპს “კუმისი XXI” ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა და უკვე 13 წელია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ პროდუქტს თავაზობს და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე. 12 ჰექტარზე გადაჭიმულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 12 საფრინველე და 3 საწიწილეა. უმაღლესი ხარისხის მარცვლეულისა და მაღალი სტანდარტების გამოყენებამ, ასევე წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია – ქათმის 0, I და II კატეგორიის კვერცხი, ასევე სოფლის კვერცხის ანალოგიური პროდუქტი – „კუმისის ფერმერი“ ეწარმოებინა. კუმისის ქათმები იკვებებიან ნატურალური მარცვლეულით: სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, მზესუმზირისა და სოიოს შროტი.

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა გთავაზობთ ახალ ბროდუქტს – “კუმისის ფერმერი”. ეს კვერცხი შეიქმნა სრულიად ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების შედეგად, რაც გულისხმობს სოფლის კვერცხის ანალოგი პროდუქტის წარმოებას ფერმის პირობებში.

უპირატესობები:

• ფრინველი იზრდება ბუნებრივ საკვებზე, რომელსაც მოიხმარს თავისი სურვილის მიხედვით ღია/თავისუფალ გარემოში.
• ფრინველის კვების რაციონში შედის: სიმინდი, ხორბალი, ქერი, კირქვა და ასევე ბალახი, რაც კვერცხის შემადგენლობას განსაკუთრებულს ხდის.
• უარი ვთქვით ყველანაირ ქიმიურ დანამატებზე. ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივს. წყალი, რომელიც მიეწოდება ფრინველს, იფილტრება მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ფილტრებით.
• კუმისის ფერმერის ფრინველი იმყოფება განსხვავებულ, თავისუფალ გარემოში. ჩვენ ვიზიარებთ ევროპასა და ამერიკაში დანერგილ უახლეს სტანდარტებს, რომელიც გულისხმობს ფრინველთა უფლებების დაცვის მიზნით, 1 ფრინველზე სადგომი ადგილის ზრდას, რაც მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

ჩვენი კვერცხი თავისი არსით და ტექნოლოგიით უნიკალურია და განსხვავდება სტანდარტული სასურსათო კვერცხისგან თავისი შეფერილობით, შემადგენლობით და საკვები ღირებულებებით. ის მაქსიმალურად მიახლოებულია სოფლის, თავისუფალ გარემოში მყოფი ფრინველის მიერ დადებულ კვერცხთან და შესაბმისად მისი სასარგებლო თვისებებიც თითქმის ანალოგიურია სოფლის კვერცხის. “კუმისის ფერმერი”-ს უნიკალურობა დადასტურებულია სხვადასხვა ტიპის დასკვნებითა და ლაბორატორიული კვლევებით.