ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > კრაფტი, შპს

კრაფტი, შპს

ალ. ჭავჭავაძის 4/17, თბილისი, საქართველო
+995 595 74 66 51
georgiankraft@gmail.com
http://kraft.ge/
FB / Kraft

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“კრაფტი” სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც აყალიბებს ახალ სტანდარტებს მშენებლობაში. “კრაფტი”-ს მასალები არის მოწინავე, ნოვატორული პროდუქტები, რომლებიც პროფესიონალ მშენებლებს საშუალებას აძლევენ მშენებლობის პროცესში მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, შექმნან თანამედროვე დიზაინის ინტერიერები / ექსტერიერები და ახალი სიცოცხლე შთაბერონ ძველ დაზიანებულ კონსტრუქციებს.

კომპანია “კრაფტი”-ს ასორტიმენტი ვრცელია და მოიცავს შემდეგი სახის პროდუქციას:

– საშენი და სამონტაჟო მასალები;
– მოსაჭიმი, დასასხამი, თვითსწორებადი თბოსაიზოლიაციო იატაკები;
– კედლის სალესი და შესაფითხი მასალები;
– კერამიკული ფილების, კერამოგრანიტის, ბუნებრივი ქვების მისაწებებელი მასალები;
– ფასადის სისტემები და მოსაპირკეთებელი მასალები;
– ჰიდრო საიზოლიაციო შენაერთები;
– ლაქ საღებავები, გრუნტები, ფერის ლაზურები;
– ინტერიერ ექსტერიერის დეკორატიული და ფაქტურის მისაღები ფითხები;

“კრაფტი” მაქსიმალურად ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე. სამშენებლო ბაზარზე მოხვედრისას მასალები არის სრულყოფილი ყველა ასპექტში და გვერდით მდგომი უცხოური ანალოგების მიმართ ფასში უპირატესობაც გააჩნია. მათი საშუალებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები, ააშენებთ ეკონომიურად და საიმედოდ. ჩვენ აღმოგიჩენთ დახმარებას თქვენი მშენებლობის პროცესში წამოჭრილი სირთულეების გადაჭრაში. ჩვენი ინტერესია რომ თქვენ ხარისხიანი და წარმატებული მშენებლობა აწარმოოთ!