ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > კოდა

კოდა

მეფრინველის 1-ა, თბილისი, საქართველო
+995 032 2 24 46 64
info@koda.ge
http://koda.ge
FB / კოდა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “პოულტრი ჯორჯია” 2002 წელს დაფუძნდა საქართველოში. კომპანია ქათმის ხორცს და ქათმის კვერცს ბრენდული დასახელებით – “კოდა” აწარმოებს და სპეციალური სამაცივრე სადისტრიბუციო მანქანებით აწვდის სარეალიზაციო წერტილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შპს “პოულტრი ჯორჯია” ISO 22000:2005 და ISO 9001:2008 სერტიფიკატების მფლობელი კომპანიაა, რომელშიც 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

“კოდა” ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლისათვის ასოცირდება ხარისხთან და ჯანსაღ პროდუქციასთან.

ბრენდის მისიაა მომხმარებლისათვის სანდო და მაღალი იმიჯის მქონე უვნებელი და მაღალი ხარისხის ფრინველის ხორცის და კვერცხის პროდუქტების წარმოება და მიწოდება, საკანონმდებლო რეგლამენტის მოთხოვნების, მომხმარებელთა, თანამშრომელთა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

კომპანიის ზოგადი მიზანია მომხმარებელთან და პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება.

ამ მიზნის მისაღწევად საჭირო პროცესების მუდმივი გაუმჯობესება წარმოადგენს მთლიანობაში ჩვენი კომპანიის და ცალკეული თანამშრომლის ძირითად ფასეულობას. აღნიშნულის განსახორციელებლად ძირითადი მიმართულებებია:

• მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, რათა სათანადოდ იქნეს შესწავლილი მათი მოთხოვნები და მოლოდინები;
• მომხმარებლისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის შესაძლებლობების, წარმატებების და საშუალებების შესახებ;
• ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სისტემის მუდმივი გამჯობესება;
• ორგანიზაციის საქმიანობის სრულყოფის მიზნით პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
• სურსათის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, მომზადებისა და მომსახურების პროცესების ყველა ეტაპზე;
• პროდუქციის ხარისხის, უვნებლობის და მომსახურების დონის ასამაღლებლად სამუშაოების მიზანმიმართულად წარმართვა, პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროულად გადაჭრა;
• მუდმივი კვლევების წარმოება, წარმოებული პროდუქციის გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი, დასახული მიზნების დროული მიღწევა;
• მომხმარებლის შენიშვნების მოსმენა და წარმოქმნილი პრობლემის მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვეტა;
• მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდის ჩამოყალიბება, ზრუნვა მათ სწავლებაზე და პროფესიონალიზმის მუდმივ ამაღლებაზე;
• ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა, მოტივაციის ამაღლების მიზნით;

კომპანიის სლოგანია: “კოდა” – ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისათვის!