ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > კვერცხი ქათმის

კვერცხი ქათმის

მეფრინველის 1-ა, თბილისი, საქართველო
+995 032 2 24 46 64
info@koda.ge
http://koda.ge
FB / კოდა

შპს “პოულტრი ჯორჯია” 2002 წელს დაფუძნდა საქართველოში. კომპანია ქათმის ხორცს და ქათმის კვერცს ბრენდული დასახელებით – “კოდა” აწარმოებს და სპეციალური სამაცივრე სადისტრიბუციო მანქანებით აწვდის სარეალიზაციო წერტილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შპს “პოულტრი ჯორჯია” ISO 22000:2005 და ISO 9001:2008 სერტიფიკატების მფლობელი კომპანიაა, რომელშიც 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

“კოდა” საქართველოში კვერცხის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი შეძენა საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი. “კოდა”-ს წარმოებული ქათმის ხორცპროდუქტები და სუფრის კვერცხი, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოველდღიური კვების რაციონის უცვლელი ნაწილია.

მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ნდობის ხიდი პროდუქტის ხარისხზე გადის. “კოდა” სუფთა ქართულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციას აწვდის მომხმარებელს. “კოდა” თავის ფრინველს მხოლოდ ბუნებრივი საკვებით კვებავს, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. ესენია სიმინდი, ხორბალი, ქერი, მზსუმზირისა და სიოს შროტები. ამ რეცეპტურას იძლევა თვითონ ამ ჯიშის ფრინველის გამომყვანი გერმანული კომპანია.

მზა პროდუქტის დამზადება-მიწოდების პროცესი შეესაბამება ადგილობრივი ტექნიკურ ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით წინასწარ შემუშავებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური რუკების მოთხოვნებს. მზა ნაწარმის სპეციფიკაცია შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, ნორმებს, გოსტებს პროდუქტის მიმართ და დამტკიცებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ.

საწარმოში სამი სხვადასხვა ლაბორატორია მოქმედებს. მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში კვერცხს და ქათმის ხორცს მიკრობიოლოგიური კვლევები უტარდება. სინჯებს ლაბორანტები სპეციალურ ნიადაგზე ათავსებენ და მის შემადგენლობას დეტალურად იკვლევენ. მეორე ლაბორატორიაში სპეციალისტები სისხლის ანალიზებს ელაიზას მეთოდით ატარებენ და ქათმის იმუნურ მდგომარეობას აკონტროლებენ. ცალკე ლაბორატორიული კვლევები უტარდება ფრინველის საკვებსაც. ნედლეული ყოველდღე მოწმდება. სპეციალური ლაზერის აპარატით იკვლევენ მის ქიმიურ შემადგენლობას, სინესტეს, პროტეინს, ცხიმსა და ნაცარს. სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევებითა და მაღალ ტექნოლოგიური პროცესით “კოდა” უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, მათ უსაფრთხოებას, ვარგისიანობის ვადებს და ამ მოთხოვნების დაცვას მათი მიმოქცევის ეტაპებზე.

“კოდა” – ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისათვის!