ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > კერამაქსი, შპს

კერამაქსი, შპს

ნუშის 7, თბილისი, საქართველო
+995 577 61 34 08
ceramaxllc@gmail.com
FB / კერამაქსი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “კერამაქსი” 2018 წლიდან ეწევა კერამიკის ნაკეთობების წარმოებას და დისტრიბუციას. კომპანიის მიზანია ორგანიზება გაუკეთოს საკუთარი და სხვა რამდენიმე მსხვილი კერამიკის საწარმოს მიერ შექმნილი პროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე.

პროდუქციის ასორტიმენტში შედის რამდენიმე კატეგორია:

დეკორაციები – მოცემულ კატეგორიაშია ძირითადად, ხელნაკეთი ნივთები: სხვადასხვა დიზაინის ვაზები, თეფშები, სუვენირები და სხვა.

ბაღის კატეგორია – ამ კატეგორიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის და ფორმის საყვავილეები, ქოთნები და მათი სადგამები.

საოჯახო კატეგორია – ეს კატეგორია მოიცავს სამზარეულოს ინვენტარს: დოქები, კეცები, მადუღარები, საუზმის ქოთნები, თეფშები და სხვა.

ღვინის კატეგორია – აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის და დიზაინის ბოთლები, ჭინჭილები, ქვევრები და მარნის ატრიბუტიკა.

აღსანიშნავია, რომ ნაკეთობები დამზადებულია მაღალი ხარისხის თიხის მასალით და გამომწვარია შესაბამის ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს მათ სიმტკიცეს.

საოჯახო და ღვინის კატეგორია მზადდება ჭიქურით (საკვებთან დასაშვები მასალით) და ხდება მათი ხელახალი გამოწვა მაღალ ტემპერატურაზე. ასეთი ნაწარმი კარგად ინარჩუნებს და დიდი ხნით ინახავს მასში მოთავსებულ მასას. გარდა კომპანიის მიერ წარმოდგენილი არსებული დიზაინებისა და ფორმებისა, რეგულარული შეკვეთების შემთხვავში შესაძლებელია ნაკეთობების დამზადება დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით (დიზაინის, ლოგოს ან სხვა სიმბოლიკის გათვალისწინებით).