ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ინო-ლაბი, შპს

ინო-ლაბი, შპს

ჰუალინგი, თბილისის ზღვის პლაზა პავილიონი A2, თბილისი, საქართველო
(+995) 32 2 033 233
sales@elixir.ge, contact@elixir.ge
www.elixir.ge
FB / ელექსირი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ინო-ლაბი” დაფუძნდა 2017 წლის დეკემბერში და წარმოადგენს TS ჰოლდინგის შვილობილ კომპანიას. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული “წყალი სიცოცხლისთვის – ელექსირის” ჩამოსხმა. “ელექსირი” მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური, ადამიანებისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, რომლის წარმოების ტექნოლოგია კომპანიის ავსტრიელი პარტნიორებისაგან იქნა შესწავლილი. პროდუქტს მინიჭებული აქვს InfoXgen სერტიფიკატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიცენზიაა ევროპაში ბიო პროდუქტების წარმოების დარგში.

“ელექსირი” ეს არის ევროპული ტექნოლოგიით საქართველოში ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული ხსნარი ბიო პროდუქტების საწარმოებლად. ინოვაციური პროდუქტი “ელექსირი” შექმნილია ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე, რომელიც ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაღალი მნიშვნელობის გამო, ეფექტურად ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას, არის ზრდის სტიმულატორი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა – დამზადებულია საქართველოში.

ამ ეტაპზე წარმოებაშია 36 პროდუქტი:

ცხოველებისთვის:
• ელექსირი მეცხოველეობისთვის
• ელექსირი მეღორეობისთვის
• ელექსირი ბოცვერისთვის
• ელექსირი თევზისთვის
• ელექსირი შინაური ცხოველისთვის

ფრინველებისთვის:
• ელექსირი ქათმისთვის
• ელექსირი მწყერისთვის
• ელექრისი ხოხობისთვის

მცენარეებისთვის:
• ელექსირი ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის
• ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის
• ელექსირი ვაზისთვის
• ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის
• ელექსირი ბოსტნეულისთვის
• ელექსირი ზეთოვანი კულტურებისთვის
• ელექსირი ოთახის მცენარეებისთვის
• ელექსირი თესლის დამუშავებისთვის
• ელექსირი დახლის პროდუქტებისთვის
• ელექსირი სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის
• ელექსირი მოსავლის შენახვისთვის

დეზინფექცია:
• ელექსირი აუზებისთვის
• ელექსირი საოპერაციოებისთვის
• ელექსირი კოღოს საწინააღმდეგოდ
• ელექსირი სამედიცინო დაწესებულებებისთვის
• ელექსირი წყლის მიწოდების სისტემის დეზინფექციისთვის
• ელექსირი კვების მრეწველობაში ჭურჭლის დეზინფექციისთვის

ჰიგინება:
• ელექსირი ხელის ჰიგიენისთვის
• ელექსირი ჭრილობებისთვის და ნაკაწრებისთვის
• ელექსირი სპა სალონებისთვის
• ელექსირი ჭურჭლის გამოსარეცხად
• ელექსირი ონკანის წყლისთვის
• ელექსირი ინტიმური ჰიგიენისთვის
• ელექსირი საკვების ჰიგენისთვის
• ელექსირი ლინზის და მინის საწმენდად

სანიტარია:
• ელექსირი სველი წერტილების სანიტარიზაციისთვის
• ელექსირი ტრანსპორტის სანიტარიზაციისთვის
• ელექსირი დახურული სივრეების სანიტარიზაციისთვის

სამომავლოდ იგეგმება ბევრი სიახლე და წარმოების არეალის გაფართოვება, ყოველდღიურ ცხოვრებაში “ელექსირი”-ს აქტიური ჩართულობა ხელის ჰიგიენისათვის, წყლის დეზინფექციისთვის თუ “ელექსირი”, როგორც სასმელი წყალი, რომელიც გამაჯანსაღებელი და სასარგებლო მინერალებით იქნება დატვირთული.