ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > თეას ტრადიციული სუვენირები

თეას ტრადიციული სუვენირები

არსუკიძის 36, მცხეთა, საქართველო
+995 551 61 97 73
info@souvenirs.ge
http://souvenirs.ge
FB / Thea’s Traditional Souvenirs

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“თეას ტრადიციული სუვენირები” ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოს სტუმრებს ქართულ კულტურას ორიგინალურად აცნობს. ბრენდის სულის ჩამდგმელია ქ-ნი თეა კურტანიძე, რომელიც პროფესიონალ ავტორებთან ერთად მრავალი წელია ამ საქმიანობაშია ჩართული.

ბრენდის ასორტიმენტშია ქართული ტრადიციული ხელნაკეთი დეკორატიული და გამოყენებადი მრავალნაირი სუვენირი. ესენია: შერეული მასალებით და ტექნიკით დამზადებული საავტორო ნამუშევრები, მინიატურული ფიგურები, მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები და ა.შ.. მათ შორისაა ხინკლის ფორმის ჭურჭელი – სამარილე და საპილპილე, რომელზედავ საავტორო უფლებები საქპატენტის მიერაა დაცული.

“თეას ტრადიციული სუვენირები” მცხეთაში, არსუკიძის 36-ში ფლობს ბრენდულ მაღაზიას, სადაც პროდუქციის სრული ასორტიმენტი იყიდება. სუვენირები ასევე იყიდება თბილისის მასშტაბით ათობით ისეთ ობიექტში, რომელიც ტურისტებით დატვირთულ უბნებში არიან განთავსებული.

უმაღლესი კვალიფიკაციის ოსტატების მიერ შექმნილი უმაღლესი ხარისხის ტრადიციული სუვენირული პროდუქცია ტურისტებისათვის – სწორედ ესაა ბრენდის წარმატების გასაღები.