მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ვესტ ინვესტი, შპს

ვესტ ინვესტი, შპს

გ. ლორთქიფანიძის 13ა, თბილისი, საქართველო
+ 995 595 57 09 41
info@wi.ge
http://westinvest.ge/
FB / ვესტ ინვესტი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს ვესტ ინვესტი დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს და გამოცდილ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4,000-მდე მაღაზიას აწვდის 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ქათმის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, ზეთსა და კარაქს. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

შპს ვესტ ინვესტი ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის მისიაა გახდეს პირველი სადისტრიბუციო კომპანია კვების პროდუქტების მიწოდების მიმართულებით, რისთვისაც მუდმივად ახდენს ახალი ბრენდების დამატებას და ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადამიანური რესურსების განვითარებაში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის მიზანია საბოლოო მომხმარებელს მიაწოდოს მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი, პრემიუმ კლასის პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის ყველა რეგიონში.

შპს ვესტ ინვესტი პორტფელში შემავალი პროდუქტების უმრავლესობის იმპორტს ახორციელებს. იმპორტი ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ბრაზილია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, უკრაინა, ჩინეთი. აღნიშნული პროდუქტები იწარმოება მსოფლიოს საუკეთესო ქარხნების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ეს პროდუქცია იყიდება შემდეგი ბრენდული დასახელებებით: ბიბილო, მამალო, Qualiko, Divnoe, West Fish, West Meat.

შპს ვესტ ინვესტი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე. ვინაიდან კომპანიის პორტფელში შემავალი პროდუქტების უმრავლესობა არის გაყინული, კომპანია იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს გარანტირებულად უსაფრთხო და ხარისხიანი საქონელი. პროდუქციის მიწოდების პროცესში ზედმიწევნით სწორად ხდება ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა, რათა ტვირთის მოწოდება მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის საიმედო პირობების უზრუნველყოფა.

გარდა იმპორტული პროდუქციისა შპს ვესტ ინვესტი წარმოდგენილია მცირე რაოდენობის ადგილობრივი წარმოების პროდუქტებითაც. კომპანიისათვის პრიორიტეტია იმპორტის ჩანაცვლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ინფორმაცია პროდუქტების შესახებ

ბიბილო
„ბიბილო“ გთავაზობთ ქათმის უმაღლესი ხარისხის გაყინულ ხორც – პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება უსაფრთხოების და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით ევროპის საუკეთესო საწარმოში. არ არის გენმოდიფიცირებული და არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს. შეესაბამება FSSC 22000:2013 – „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის“ და ІSO 9001:2008 – „საკვები პროდუქტების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის“ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. სერტიფიცირებულია „ჰალალ“ – ის მოთხოვნების შესაბამისად.

მამალო
„მამალო“ გთავაზობთ ქათმის გაყინულ ფილეს, რომელიც იწარმოება უსაფრთხოების და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით. არ არის გენმოდიფიცირებული და არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს. სერტიფიცირებულია „ჰალალ“ – ის მოთხოვნების შესაბამისად.

Qualiko
“Qualiko” გთავაზობთ ქათმის უმაღლესი ხარისხის ხორც – პროდუქტებსა და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც იწარმოება უსაფრთხოების და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით ევროპის საუკეთესო საწარმოში. არ არის გენმოდიფიცირებული და არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს. შეესაბამება FSSC 22000:2013 – „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის“ და ІSO 9001:2008 „საკვები პროდუქტების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის“ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

Divnoe
„დივნოე“ გახლავთ 100% მზესუმზირის, რაფინირებული, დეზოდორირებული, უმაღლესი ხარისხის E ვიტამინით გამდიდრებული საკვები ზეთი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და გენმოდიფიცირებულ დანამატებს. პროდუქტის ხარისხი შეესაბამება ГОСТ Р 52465-2005 სტანდარტს № 90-ФЗ რეგულაციის შესაბამისად. გოსტ 1129-2013. სერტიფიცირებულია „ჰალალ“ – ის მოთხოვნების შესაბამისად.

West Fish
“West Fish” – ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თევზის გაყინულ პროდუქტებს. პროდუქცია მოიპოვება ატლანტის ოკეანისა და ბარენცის ზღვის აუზებში და მოპოვებისთანავე იყინება, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სიჯანსაღის, ხარისხის და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას. პროდუქცია მოიპოვება, იფუთება და ინახება ევროკავშირის რეგულაციების NR. 91/492 და 91/493 სტანდარტის შესაბამისად.

West Meat
“West meat” – ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ღორის გაყინულ ხორცს. პროდუქცია იწარმოება ჰიგიენური და სანიტარული ნორმების ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. აკმაყოფილებს FSSC 22000 „საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის“ და ISO 22000 „საკვები პროდუქტების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის“ სტანდარტებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ბრიტანულ “BRC” და ფრანგულ – გერმანულ “IFS“ ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს.