ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსტრამითი, შპს

ექსტრამითი, შპს

ზ. ანჯაფარიძის 124, ქუთაისი, საქართველო
+995 0431 22 22 42
info@extrameat.ge
extrameat.ge
ექსტრამითი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ექსტრამითი” 2010 წლიდან ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს.

თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ევროპული სტანდარტების საწარმო უკრაინელი ტექნოლოგის ხელმძღვანელობით 3 ძირითად მიმართულებით ქმნის პროდუქციას: ხორცპროდუქტები, თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები. სოსისები, სარდელები, მოხარშული, შებოლილი, ნედლად შებოლილი ძეხვეული, შაშხების და სხვა ნაწარმი ქართულ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული რეცეპტურით მზადდება.

“ექსტრამითი” უწყვეტად განაგრძობს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი და იმპორტული ნედლეულის გამოყენებას და პროდუქციას ქმნის ევროპული სტანდარტების შესაბამისად. დანერგილია საერთაშორისო სერთიფიკატები: HACCP 9001 – წარმოების პროცესების მართვის სისტემა, ISO 9001 – ხარისხის მართვის სისტემა და ISO 22000 – სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა. ასევე არაგენმოდიფიცირებულობის სერთიფიკატი – NON-GMO.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 7 აპრილიდან კომპანია “ექსტრამითს” მინიჭებული აქვს სალიცენზიო მოწმობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას უფლება აქვს აწარმოოს ბავშვთა კვების პროდუქტები. “ექსტრამითი” ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც ფლობს ლიცენზიას აწარმოოს სოსისი სახელად “საბავშვო”.

“ექსტრამითის” დიდ ოჯახში ბევრი მშრომელი და მაღალკვალიფიციური ადამიანია გაერთიანებული. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია შექმნას ღირსეული პროდუქტი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. “საკვები ოჯახისთვის” – ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც “ექსტრამითი” უკვე წლებია დიდი წარმატებით უძღვება.

2018 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა. “ექსტრამითი” უცვლელი სახელითა და ღირებულებებით, თუმცა ახალი სახით, ხედვითა და მიდგომებით წარსდგა ქართულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საწარმოში შექმნას გემრიელი, სანდო, სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ოჯახური შემართებითაა დამზადებული.