ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ელიენ გრინ, შპს

ელიენ გრინ, შპს

ალ. ყაზბეგის გამზ. 24გ, ბ.227, თბილისი, 0160, საქართველო
+995 32 2 03 35 15‬
+995 595 90 99 92‬
info@aliengreen.ge
http://aliengreen.ge
FB / Mostat

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ელიენ გრინ” წარმოადგენს 2016 წელს დაფუძნებულ სტარტაპს, რომლის მიზანია გახდეს დინამიურად განვითარებადი ინოვაციური მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანია. ჩვენი პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ­ეკონომიკურ განვითარებას.

2015 წელს, ჩვენმა გუნდმა დაიწყო მუშაობა მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაზე. 2015 წლის 1 დეკემბერს პირველი Wi-Fi თერმოსტატის პროტოტიპი დამონტაჟდა და ჩაეშვა სატესტო რეჟიმში. 5 თვიანი სატესტო პერიოდი პროტოტიპმა წარმატებით გაირა. მიღებულ შედეგზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ შეგვეხედა პროტოტიპზე ბიზნესის კუთხით, გვეწარმოებინა საქართველოში და შეგვეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისთვის.

2016 წელს, ზამთრის პერიოდში, თბილისის სხვადასხვა უბნებში სატესტო რეჟიმში დამონტაჟდა 10 თერმოსტატი. რამოდენიმე თვიანი დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსტატ-ის თერმოსტატმა შეძლო 10 მომხმარებელზე დაეზოგა ბუნებრივი აირის გადასახადი საშუალოდ 27%-მდე. დადებითი იყო მომხმარებლის გამოხმაურება. ისინი აცხადებდნენ, რომ თერმოსტატით მიიღეს არა მხოლოდ ბუნებრივი აირის მოხმარების დანაზოგი არამედ დამატებით მიიღეს ასევე კომფორტიც. მიღებული გამოხმაურების შედეგად შევქმენით ცენტრალური გათბობის სისტემის უკეთესი მართვის და კონტროლის ეკო სისტემა.

2016 წელს თერმოსტატის პროტოტიპი წარდგენილ იქნა საქართველოს ინოვაციებისა ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში, სადაც მოვხვდით სტარტაპების ბიზნეს ინკუპატორის 12 თვიან პროგრამაში.

2017 წელს, კომპანიამ ქართულ ბაზარს შესთავაზა პირველი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი სახელად “MOSTAT”-ი.

“MOSTAT”-ის შესაძლებლობები

MOSTAT-ის თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბს ამუშავებს თქვენს მიერ წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით. საჭირო დროს ჩაირთვება გათბობა, როდესაც თქვენ მეტად გჭირდებათ სითბო, ხოლო დანარჩენ დროს, თქვენ ზოგავთ ენერგიას, ღამის საათებში ან მაშინ როდესაც თქვენ სახლიდან გასული ხართ. თერმოსტატს გააჩნია უნარი, მონტაჟიდან რამოდენიმე კვირაში შეისწავლოს თქვენი მოთხოვნები და პერიოდულად შემოგთავაზოთ სხვადასხვა განრიგი დროის, ამინდისა და გარე ტემპერატურის მიხედვით.

“MOSTAT”-ის უპირატესობები

დისტანციური მართვა – თერმოსტატი შესაძლებელს ხდის მართოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი დისტანციურად, მობილური სმარტფონით, სმარტ საათით, აიპადით ან ვებ-ბრაუზერით.

მოხმარების ანგარიში და შედეგები – აპლიკაცია გთავაზობთ გათბობის სისტემის მუშაობის დეტალურ სტატისტიკას გრაფიკების სახით, აპლიკაციიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თქვენ შეგექმნებათ ხედვა თუ რის ხარჯზე შეძლებთ დამატებით ენერგიის დაზოგვას.

მარტივი ინსტალაცია – თერმოსტატის გათბობის ქვაბში ინსტალაციის დრო 20 წუთი. თერმოსტატის და ოთახის ტემპერატურის გადამცემი სენსორის ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi

MOSTAT არის მოწყობილობა, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას აკონტროლოს გათბობის ქვაბი დისტანციურად, მობილურის აპლიკაციის მეშვეობით, დაგეგმოს ქვაბის მუშაობა და მიიღოს გაზის გადასახადის ეკონომია 39%-მდე საცხოვრებელ ფართში, ხოლო საოფისე ფართში 50%-მდე. MOSTAT თავსებადია საქართველოში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბების 90%-თან.