ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

დღის არაჟანი 20%

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge
FB / ნიკორა

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, სწორედ “ნიკორა” გახლავთ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა. დღეს „ნიკორა“ დაახლოებით 275 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს, 6000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

ამასთანავე, “ნიკორა” ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს.

“დღის პროდუქტები” “ნიკორა”-ს ჰოლდინგის ქვეშ შემავალი რძის პროდუქტების ქართული ბრენდია. ბრენდის მთავარი ფასეულობა დაფუძნებულია ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური, ბრაზილიური, ახალ ზელანდიური საუკეთესო ნედლეული მსოფლიოში აღიარებული მომწოდებლებისაგან.

დღის არაჟანი 20% სს “ნიკორა” ჰოლდინგში შემავალი ბრენდი “დღის პროდუქტები”-ს უგემრიელესი პროდუქტია. მისი შეძენა საქართველოს მასშტაბით ასობით სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. პროდუქტი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ISO სერტიფიცირებულ საწარმოში უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან მზადდება.