ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > დიზაინ ემ ჯორჯია, შპს

დიზაინ ემ ჯორჯია, შპს

გ. ლორთქიფანიძის 42, თბილისი, საქართველო
+ 995 574 80 00 50
design.m.georgia@gmail.com
http://mopirketeba.ge
FB / Design M Georgia

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “დიზაინ ემ ჯორჯია” 2017 წლის იანვარში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან უკვე 15 დასახელების 30-ზე მეტი სახეობის ქვის მოსაპირკეთებელ დეკორატიულ ფილას აწარმოებს ექსტერიერისა და ინტერიერისათვის. კომპანიის მიზნებშია ასორტიმენტის ზრდა, შიდა ბაზარზე ცნობადობის და გაყიდვების, ასევე ექსპორტის ზრდა.

მოსაპირკეთებელი ქვის ფილები დამზადებულია ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. კომპანია იყენებს საუკეთესო ხარისხის პიგმენტს, რაც უზრუნველყოფს ფერთა ფართო არჩევანს და მდგრადობას ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ.

წარმოებული მოსაპირკეთებელი ქვის ფილა დროთა განმავლობაში არ იცვლის ფერს და არ ხუნდება. ქვის ფილებს უკანა მხარეს აქვს რელიეფური ზედაპირი, რომელიც უზრუნველყოფს კედელზე მყარ მიმაგრებას წებოცემენტით ან სპეციალური სილიკონით.

დეკორატიული ქვის ფილებით შეიძლება მოპირკეთდეს კედლის სწორი, 90 გრადუსიანი, ოვალური ფორმის ზედაპირები, კოლონები და კიბის უჯრედები.