ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > დაბი, შპს

დაბი, შპს

მექანიზაციის 1/13, თბილისი, საქართველო
0322 72 67 57
info@ojakhuri.ge
http://ojakhuri.ge
ოჯახური

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს დაბი სავაჭრო ნიშნით “ოჯახური” დაარსდა 2010 წელს, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სანელებლების, სოუსების და მწნილების წარმოება.

2019 წლისთვის კომპანია 4 სახის სოუსს, 9 სახის მწნილს და სახის 76 სანელებელს აწარმოებს, რომლებიც იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, სასიამოვნო არომატით და ვიტამინების დიდი რაოდენობით, ამას განაპირობებს მისი 100%-ით ნატურალურობა. ნედლეული მუშავდება და მისგან ქართული ტრადიციების გათვალისწინებით იქმნება საბოლოო პროდუქტი.

კომპანიის პრიორიტეტია კმაყოფილი მომხმარებელის ზრდა და ქვეყნის გემოვნური ტრადიციების გაცნობა საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო მომხმარებლისათვის საუკეთესო ხარისხის ნაწარმის თანამედროვე, მოსახერხებელ შეფუთვაში შეთავაზება და ხელმისაწვდომი ფასი. საქმისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ ბიზნესი მკვეთრად გაზარდა.

კომპანიაში არის ოჯახური გარემო რომელიც ამართლებს კომპანიის სახელს, ამგვარი განწყობა თითოეულ თანამშრომელს ეხმარება პროდუქტიულ მუშაობაში და თავიანთი სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

კომპანიას სიამაყით შეუძლია განაცხადოს, რომ მუდმივად ტარდება ლაბორატორიული კვლევები აკრედიტებულ ლაბორატორიებში, რაც ხარისხის კონტროლის შიგა ლაბორატორიასთან ერთად საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. სწორედ მაღალი შედეგების გამოა რომ მყიდველების ერთგულებას დღემდე ინარჩუნებს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყველა დიდ ქსელურ მარკეტში: კარფური, ნიკორა, სმარტი, გუდვილი, ფუდმარტი, ზღაპარი, ფრესკო, მაგნიტი, LG მარკეტი, ლიდერფუდი.

ოჯახური ტრადიციები, თანამედროვე შეფუთვაში!