ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

გურიელი ხილის ჩაი

ჭავჭავაძის 55, თბილისი 0162, საქართველო
+995 32 2 22 63 20
feedback@geoplant.ge
http://gurieli.ge
FB / გურიელი

კომპანია „გეოპლანტი“ 1996 წელს დაფუძნდა. საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო სანედლეულო ჩაის წარმოება. კომპანია ფლობს 330 ჰა ჩაის პლანტაციას, ორ პირველადი გადამუშავების და ორ დასაფასოებელ საწარმოს, რომლებიც აღჭურვილია ჩაის გადამუშავების და დაფასოების უახლესი ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით IMA (იტალია), Fuso (იაპონია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), T&I Global (ინდოეთი). 2014 წელს კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP. 2016 წელს კომპანიამ დანერგა ISO 22000:2005.

ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ იდეა 2008 წელს დაიბადა. ორი წლიანი ინტენსიური მუშაობა აქციონერებთან, წარმოების მენეჯერებთან, ფერმერებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, მთავრობასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მარკეტინგულ კომპანიებთან წარმატებით დაგვირგვინდა. 2010 წელი შემობრუნების წერტილი გახდა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ჩაის ინდუსტრიისთვის საქართველოში. ამ წელს ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ პირველად წარსდგა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვაწარმოებთ უდიდესი საექსპორტო პოტენციალის მქონე, უმაღლესი ხარისხის ჩაის. ყველა ჩვენ პროდუქტს აქვს გამორჩეული გემო და არომატი, რომელიც ქართველი სპეციალისტების მიერ იქმნება.

ექსკლუზიური დიზაინი და შეფუთვა შექმნილია მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგული კომპანია Ogilvy & Mother (დიდი ბრიტანეთი) მიერ.

კომპანიის პარტნიორები არიან Plantextract, Martin Bauer (გერმანია), Van Rees (ნიდერლანდები), Fozzy Group (უკრაინა), Glatfilter GmbH (გერმანია), Purico GmbH (გერმანია), Kölle Etiketten GmbH (გერმანია), Drahtwerk Elisental GmbH (გერმანია), Zwirnerei a.d. (გერმანია), Wutach GmbH (გერმანია), EIGENart by Brüssel Steel GmbH (გერმანია).

კომპანია „გეოპლანტი“ და ბრენდი „გურიელი“ არაერთი ჯილდოს მფლობელია. 2010 წლიდან „გურიელი“ სახელდება ოქროს ბრენდად საქართველოში, 2013 წლიდან „გეოპლანტი“ ყოველწლიურად ხდება ბიზნეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი.

დღეისათვის ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ აერთიანებს რამდენიმე ხაზს: პრინცი გურიელი, გურიელი კლასიკური, გურიელი ხილის ჩაი, გურიელი მცენარეული.

გურიელი ხილის ჩაის საიდუმლო ქართულმა ბუნებამ თავად გაგვიზიარა. ოდითგანვე ქართული ხილი დახვეწილი და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. გურიელი ხილის ჩაის თითოეულ ფინჯანში თქვენ აღმოაჩენთ კოლხეთის დაბლობზე, ქართულ სუბტროპიკებში მოყვანილ ქარვისფერ ციტრუსს, სამხრეთ კავკასიონის კალთებზე მოსულ სურნელოვან კენკრას, ქართლ-კახეთის ბარაქიან ბაღებში დაკრეფილ ბადაგივით ტკბილ ხილს. ქართული ჩაის ექსპორტი 1885 წლიდან ხორციელდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავაგრძელოთ და გავამდიდროთ ეს ტრადიციები.

პირველი ქართული ბრენდირებული ხილის ჩაი “გურიელი” სამ სახეობას გთავაზობთ. ესენია ქართული კენკრა, ქართული ტყის ხილი და ქართული სუბტროპიკი. ამ ხაზის შესაქმნელად ჩვენ დასავლეთის რეგიონის ჩაის პლანტაციებს გავცდით და სრულიად საქართველო მოვიცავით.

გურიელი ხილის ჩაი – ბუნებით განებივრებული!