ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გრინტეჩ, შპს

გრინტეჩ, შპს

მოსაშვილის 9, თბილისი, საქართველო
+995 551 80 00 50
greentech.geo@gmail.com
FB / GreenTech

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “გრინტეჩ” ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც პრემიუმ ხარისხის სეზამის ზეთს აწარმოებს და ქვეყნის მასშტაბით მსხვილ სუპერმარკეტებში ყიდის. პროდუქტი ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და უცებ გაიჩინა თავისი მომხმარებელი სწორედ იმ უამრავი სასარგებლო თვისების გამო, რაც მას აქვს. ბრენდი “გრინტეჩ” შეიქმნა იმ კონცეფციაზე დაყრდნობით, რასაც მწვანე ტექნოლოგიები ჰქვია. კომპანია მომავალშიც სწორედ ამ მიმართულებით აპირებს განვითარებას.

ბრენდი აქტიურად მონაწილეობს ქართული პროდუქციის ფესტივალებში და მუდმივად აწარმოებს ცნობადობის ზრდის კამპანიებს. 2018 წელს შპს “გრინტეჩ”-ი მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ორგანიზებით მონაწილეობდა სამხრეთ კორეაში გამართულ საერთაშორისო ექსპოზე – International Fermented Food Fair (IFFE 2018), სადაც სეზამის ზეთმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

სეზამის ზეთი საოცრად სასარგებლო პროდუქტია. იგი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს. იცავს და აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს და ამაღლებს მათ ელასტიურობას, ასევე მასში შემავალი სასარგებლო მიკრო ელემენტები არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და აკონტროლებს სისხლის მჟავიანობას.

სეზამის ზეთი მდიდარია მონო და პოლი არანაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ხელს უშლის ინფაქრტის განვითარების რისკსს.

სეზამის ზეთი შეიცავს ვიტამინ E-ს და ფოსფორს, რომელიც ეწინააღმდეგება თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებებეის განვითარებას. მისი გამოყენება დაგავიწყებთ დეპრესიას, აპათიას, უზილობას და დაღლილობას, თავიდან აგაცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრიასის და ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება.

სეზამის ზეთი სასარგებლოა ყველა კატეგორიის ადამიანისთვის, ორსულობის დროს სეზამის ზეთის გამოყენება ძალიან სასარგებლოა, რადგან იგი აღადგენს კალციუმის დონეს ორგანიზმში.

დიაბეტის განვითარების დროს მნიშვნელოვანია კვების რაციონის შეცვლა და ჯანსაღი პროდუქტების ჩანაცვლება, ამიტომ სეზამის ზეთი თავისი დაბალი გლიკემიური და კონსერვანტების მაჩვენებლით ძალიან ხშირად გამოიყენება, რადგან უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს შაქრის დონეს ორგანიზმში.

სეზამის ზეთი ასევე წარმატებით გამოიყენება პირის ღრუს მოსავლელად, იგი აუმჯობესებს კბილის სტრუქტურას (ათეთრებს კბილებს, აქრობს უსიამოვნო სუნს, აგაცილებთ ღრძილებიდან სისხლდენას და ხელს შეუშლის კარიესის განვითარებას).

სეზამის ზეთი კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება, რადგან მასში შემავალი A, E, C, B, ვიტამინები ეხმარება კანს ახალი უჯრედების წარმოქმნაში, ასევე ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას და აგარიდებთ თავიდან კანის გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციას. ხეელს უშლის თმის ცვენას, კვებავს თავის კანს და იცავს თმას ულტრაიისფერი სხივებისგან.