ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გრინვილი

გრინვილი

გრ. ლორთქიფანიძის 13გ, თბილისი, საქართველო
+ 995 557 57 09 41
info@greenville.ge
http://greenville.ge

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ISO 9001:2015, ISO 22000:2005 და HACCP სერტიფიკატების მფლობელი შპს “გრინვილი” დაარსდა პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 2016 წლის 15 ნოემბერს. მის მფლობელობაშია 2400 კვ.მ ტერიტორია, რომელიც მოიცავს საწარმოს, მაცივარს, საოფისე და სასაწყობე ფართებს. ძირითადი საქმიანობა გახლავთ უმაღლესი ხარისხის ქართული კარაქის, სპრედისა და მარგარინის წარმოება.

კომპანია ბაზარზე ბრენდული დასახელებით – “გრინვილი” ოპერირებს.

ბრენდის მისიაა ქართულ ბაზარს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტი.

ბრენდის მიზანია კონკურენცია გაუწიოს იმპორტულ ბრენდებს და დაიკავოს წამყვანი პოზიციები ქართულ ბაზარზე.

შპს “გრინვილი”-ს საწარმო აღჭურვილია “EGLI AG” უახლესი ენერგოეფექტური დანადგარით, რომელიც დამზადებული და აწყობილია ევრო სტანდარტების შესაბამისად შვეიცარიაში. კომპანია აწარმოებს მცენარეული ცხიმის სპრედს შემდეგი ცხიმიანობით: 82,5 %; 72%; 62% კარდონის 5 კგ შეფუთვებში. შპს “გრინვილი” მუშაობს 1 კგ, 500 გრ მონოლითური შეფუთვების და პლასტმასის კონტეინერების გამოშვებაზე. შპს “გრინვილი” უკვე მუშაობს ყველის საწარმოო ხაზის დამატებაზე. სამომავლოდ იგეგმება ქართული მაიონეზის, კეტჩუპის და სხვა მონათესავე პროდუქტების დამატებაც.