ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გრინვილი, შპს

გრინვილი, შპს

გრ. ლორთქიფანიძის 13გ, თბილისი, საქართველო
+ 995 557 57 09 41
info@greenville.ge
http://greenville.ge

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “გრინვილი” დაარსდა პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 2016 წლის 15 ნოემბერს. მის მფლობელობაშია 2400 კვ.მ ტერიტორია, რომელიც მოიცავს საწარმოს, მაცივარს, საოფისე და სასაწყობე ფართებს. ძირითადი საქმიანობა გახლავთ უმაღლესი ხარისხის ქართული კარაქის, სპრედისა და მარგარინის წარმოება.

კომპანიის მისიაა ქართულ ბაზარს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტი.

კომპანიის მიზანია კონკურენცია გაუწიოს იმპორტულ ბრენდებს და დაიკავოს წამყვანი პოზიციები ქართულ ბაზარზე.

კომპანია აწარმოებს მცენარეული ცხიმის სპრედს შემდეგი ცხიმიანობით: 82,5 %; 72%; 62% კარდონის 5 კგ შეფუთვებში. შპს “გრინვილი” მუშაობს 1 კგ, 500 გრ მონოლითური შეფუთვების და პლასტმასის კონტეინერების გამოშვებაზე.
საწარმოო აღჭურვილობიდან გამომდინარე, კომპანიას გააჩნია შესაძლებლობა მოერგოს დამკვეთის ნებისმიერი ტიპის და სირთულის მოთხოვნას და დაამზადოს მისთვის შესაფერისი პროდუქტი.

ამ ეტაპზე შპს “გრინვილი” უკვე მუშაობს ყველის საწარმოო ხაზის დამატებაზე. სამომავლოდ იგეგმება ქართული მაიონეზის, კეტჩუპის და სხვა მონათესავე პროდუქტების დამატებაც.

საწარმო აღჭურვილია “EGLI AG” უახლესი ენერგოეფექტური დანადგარით, რომელიც დამზადებული და აწყობილია ევრო სტანდარტების შესაბამისად შვეიცარიაში.

კომპანია ფლობს ISO 9001:2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, ISO 22000:2005 პროდუქტის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის და HACCP სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატებს.