ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გრევ, შპს

გრევ, შპს

მარჯანიშვილის 35, თბილისი, საქართველო
+995 599 21 33 66, +995 597 00 70 04
grev.gold@gmail.com
FB / GREV

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

სამკაულის შექმნის ისტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. მისი ფუნქციონალური დანიშნულებაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა იყო. განსხვავდებოდნენ ის პირებიც ვისაც სამკაულის კეთების შესაძლებლობა ჰქონდათ და სწორედ ამ ლამაზი აქსესუარის საშუალებით არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გაგება შეგვეძლო მის მფლობელზე. ამით განისაზღვრებოდა ასაკი, სქესი, რანგობრივი მდგომარეობა და თუნდაც ის, თუ რომელი წარმომავლობის ინდივიდთან უნდა გვქონოდა საქმე.

სამკაულს საკმაოდ მრავლისმომცველი ისტორია აქვს, თუმცა ერთი რამ უდაო ჭეშმარიტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: აქსესუარი შენს სხეულზე ყოველთვის ზუსტად გამოხატავს შენთვის ყველაზე ინდივიდუალურ დეტალებს – განწყობებსა და ამბიციებს. ამრიგად სამკაული, რომელსაც ვირჩევთ, აუცილებლად უნდა იყოს ინდივიდუალური და არა მასობრივი. სწორედ ამიტომ ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული ბრენდი “გრევ” თამამად იმკვიდრებს მოწინავე პოზიციებს, ქმნის მაღალხარისხიან ექსკლუზიურ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის ოქროთი და ამასთანავე მაღალი ხარისხის ძვირფასი ქვებით.

“გრევ”-ი სწორედ ის ადგილია, სადაც ყველა თქვენი სურვილი, ამბიცია, წარმოსახვა და ინდივიდუალიზმი ერთ კონკრეტულ ნივთში ერთიანდება. ეს არის ადგილი სადაც გემოვნებაზე არავინ დაობს და სადაც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეალობა გაცილებით მეტია ვიდრე მოლოდინი.

ბნ. გია რევაზაშვილი სწორედ ის ხელოვანი ადამიანია, რომელიც ამ ნაკეთობებს ქმნის და ბრენდული დასახელება “გრევ” სწორედ მისი სახელი და გვარისაგან მომდიანარეობს. ყველაფერთან ერთად ბნ. გია მომავალი თაობის გამოზრდასაც დიდ ყურადღებას უთმობს. “გრევ”-ში დაინტერესებულებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ ცივი მინანქრით (თხევადი კრისტალი) მუშაობის ტექნოლოგიას და თავად გახდნენ იმ ისტორიის შემოქმედი, რომელიც ფაქტობრივად კაცობრიობის დასაბამიდან იღებს სათავეს.

სამკაული ხშირ შემთხვევაში ადამიანის ბუნებას და შინაგან სამყაროს გამოხატავს, ამიტომ “გრევ”-ში თითოეული სამკაული განსაკუთრებული მონდომებით და სიყვარულით მზადდება. სწორედ ეს განაპირობებს გამოყენებული მასალებისა (თხევადი კრისტალი, ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი, ვერცხლი, ბუნებრივი საფირი, ფირუზი და ა.შ.) და ტექნოლოგიების არჩევანს. ქვემოთ მოცემული ნამუშევრების ფოტოები დაგარწმუნებთ, რომ ჩვენთან ნებისმიერი დიზაინის და სირთულის სამკაულის დამზადება შესაძლებელია!

ბეჭედი

კრისტალი

სამკაული

საყურე