ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

გოფრირებული სახურავი

რ. აგლაძის 45, თბილისი, საქართველო
პ. ბაგრატიონის 105 ბ, ბათუმი, საქართველო
+995 32 200 33 33
nova@nova.ge
http://nova.ge
FB / ნოვა

ISO სერტიფიცირებული შპს “ნოვა”-ს ისტორია 2006 წელს იწყება. სამშენებლო მასალების იმპორტიდან კომპანია ნელ-ნელა სამშენებლო მასალების წარმოების ხაზების ეტაპობრივი განვითარებაზე გადავიდა უკვე ათობით დასახელების სამშენებლო პროდუქციას აწარმოებს თბილისსა და ბათუმში. საქართველოს ბაზრის მომარაგებასთან ერთად პროდუქცია ექსპორტზეც გააქვს ბრენდული დასახელებით – NOVA.

შპს ნოვას მიერ წარმოებული გოფრირებული სახურავი ზომის, ფერის და ფორმის მიხედვით განსხვავდება და კომპანიის ერთ-ერთ პოპულარულ პროდუქციას წარმოადგენს. პროდუქცია იწარმოება თბილისსა და ბათუმში. სასახურავე მასალა – მზადდება მოთუთიებული თუნუქით და საღებავით დაფარული მოთუთიებული თუნუქის ფურცლით.
სისქე: 0,30 მმ; 0,35 მმ; 0,40 მმ, 0,45 მმ; 0,50 მმ; 0,55 მმ.
სიგანე: 875 მმ-დან
სიგრძე: ნებისმიერი