ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > თათარა

თათარა

ნუშის 7, 0178 თბილისი, საქართველო
+995 599 26 05 05 (Viber, WhatsApp), +995 599 11 24 71
grape.geo@gmail.com
FB / თათარა/Tatara

შპს “გრეიფი” დაარსდა 2015 წლის ბოლოს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს აგრო მრეწველობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და წარმოება. პროდუქტი წარმოადგენს ტრადიციული და ცნობილი ტკბილეულის – “თათარა”-ს ახლებური (ინოვაციური) ფორმებით წარმოებას, რომელიც მოთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შეფუთვაში. ნაწარმი განკუთვნილია, როგორც ადგილობივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

“თათარა” შპს გრეიფის პირველ საპროდუქციო ბრენდს წარმოდგეს. ბრენდის დასახელებად აღნიშნული ტკბილეულის სახელი შეირჩა იმ მიზეზით, რომ ის უკვე კარგადაა ცნობილი ხალხში და ეს სახელწოდება გარკვეულწილად მეტყველებს მის შემადგენლობაზე. ლოგოს თუ დააკვირდებით აშკარად დაინახავთ თხილის, ნუშის, ყურძნის და სხვა ფიგურებს.

ბრენდი “თათარა” აერთიანებს შემდეგ სახეობებს:

თათარა მოხალული ნიგვზით
თათარა მოხალული თხილით
თათარა მოხალული ნუშით
თათარა გოგრის გულით
თათარა ქიშმიშით
თათარა ასორტი