ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბლითი

ბლითი

კახეთის გზატკეცილი 217ა, თბილისი 0198, საქართველო
+ 995 32 214 77 30, +995 595 14 77 33
info@madamde.ge
http://madamde.ge
FB / მადამდე

შპს “ემსიბი ჯორჯია” ფუნქციონირებს 1999 წლიდან და მისი მიზანია მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსი”-ს რესტორნების ქსელის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით მომარაგება მთელს ამიერკავკასიის რეგიონში. გარდა ამისა კომპანია 500-ზე მეტ საცალო ობიექტში ყიდის თავისი წარმოების პურფუნთუშეულს ბრენდით – “მადამდე”.

ბლითი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელიც HACCP სერტიფიცირებულ საწარმოში მზადდება და მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიეწოდება. “ბლითი” წონით არის 80-78 გრ. “ბლითი”- წარმოადგენს წრიული ფორმის, ღია ჩალისფერიდან მუქ ყავისფერამდე შეფერილობის ნაწარმს, კარგად გამომცხვარი, და თანაბარფორიანი გულით . აქვს ვანილის ნაზი დამახასიათებელი სასიამოვნო სურნელი და გემო ( სხვა უცხო სუნისა და გემოს გარეშე).

ბლითის დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ნედლეული:
ფქვილი პირველი ხარისხის
შაქრის ფხვნილი
დაწნეხილი საფუარი
მცენარეული ცხიმი
მარილი სუფრის
წყალი სასმელი
ცომის გამაუმჯობესებელი “ს 500”

აღნიშნული ნედლეულის მოწოდება ხდება სერთიფიცირებული ხარისხის მოწმობით და ვარგისიანობის ვადების სრული დაცვით.

ბლითი არის საუკეთესო საუზმე როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსებისთვისაც. ტრადიციულად მას ყველა სიამოვნებით მიირთმევს ჩაისთან და ყავასთან ერთად. ბლითის შენახვის ვადაა 5-7 დღე ოთახის ტემპერატურაზე (დაცული უნდა იქნას პაკეტის მთლიანობა). 100 გრამი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 263 კკალ-ს.

შპს “ემსიბი ჯორჯია” ყოველწლიურად გადის ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ატარებს საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანა: “Bureau Veritas”. საწარმოში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების “რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის” სისტემა HACCP. ამ სისტემის სტანდარტებიდან გამომდინარე საწარმოში დაცულია სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. წელიწადში ორჯერ, საწარმოს მთელი პერსონალი გადის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო ყოველთვიურად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები.