ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ახალი თევზი, შპს

ახალი თევზი, შპს

სოფელი ურბნისი, ქარელის რაიონი, საქართველო
+995 591 41 80 42
info@umali.ge
http://umali.ge/
FB / უმალი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ახალი თევზი” პირველი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელია საქართველოში. კომპანია 2017 წლის ივლისიდან ბრენდი “უმალი”-ს სახელით ოპერირებს და 70-მდე დასახელების თევზპროდუქტით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში 100-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს. საწარმოს, მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ასევე ის, ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში.

“უმალის” ასორტიმენტშია 70-მდე დასახელების პროდუქცია: სალათა / მზა კერძები, გაყინული ნახევარფაბრიკატი, თევზეულის პრესერვები, შემწვარი პროდუქცია, ცივად შებოლილი თევზეული, ხიზილალა, დელიკატესები და დამარილებული თევზეული. კომპანია წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, მომავალში კი პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.