ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > აჩინებული, შპს

აჩინებული, შპს

აჩინებული, თელავის რაიონი, საქართველო
+995 577 90 80 90
achinebuli@gmail.com
http://alalijuice.ge/
ალალი / ALALI

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “აჩინებული” წარმოადგენს “start up”-ს, რომელიც კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიის საქმიანობაა კახეთში და შიდა ქართლში არსებული ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება მთელი წლის განმავლობაში და მაღალი ხარისხის 100%-ით ნატურალური ხილის წვენის წარმოება. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით და ფლობს წვენის წარმოების უნიკალურ რეცეპტს.

საწარმოში წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის რეალიზაცია პირველ ეტაპზე ხდება ადგილობრივ ბაზარზე. სამომავალოდ კი იგეგმება ექსპორტზე გატანა. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 8-10 ადამიანი ემატება.

შპს “აჩინებული” ამჟამად სამი სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ვაშლის, ატმის და ყურძნის. პროდუქცია 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიან მინის ბოთლებში, ასევე 3 ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული.

“ალალი” სწორედ იმითაა უნიკალური, რომ წვენები 100%-ით ქართული ხილისგან მზადდება ყოველგვარი ემულგატორების, კონსერვანტებისა და შაქრის დამატების გარეშე. არ შეიცავს გმო-ს. ჯანსაღი და გემრიელი წვენის დამზადებას კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ქართული მიწა, ჯანსაღი კლიმატი, გამოცდილი ფერმერი და საუკეთესო საწარმოო პირობები. ფერმერებმა ყველაზე კარგად იციან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართული ხილის გემო. საწარმოში კი ზუსტად იციან როგორ შეინარჩუნონ ეს გემო “ალალი”-ს წვენში.

ცოცხალი ხილის გემოს და თვისებების შესანარჩუნებლად კომპანია იყენებს ინოვაციურ, წვენის ცივად დაწურვის ტექნოლოგიას. სწორედ ამიტომ აქვს თქვენს ჭიქაში ჩამოსხმულ “ალალი”-ს წვენს სოფლის ბაღში მოწყვეტილი ხილის გემო და მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები.

ხარისხის კონტროლის მიზნით ხილი მოწმდება პესტიციდებზე ჯერ კიდევ გადამამუშავებელ ქარხანაში მოხვედრამდე. ხდება ნედლეულის მიკრობიოლოგიური ანალიზი. კომპანია ფლობს “შესაბამისობის სერთიფიკატს”. მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის HACCP და ISO 22000-ის დანერგვისთვის საჭირო სამუშაოები.

ალალი – წვენი, რომელიც აცოცხლებს!