ვაჟა ფშაველას VII კვტ., VIII კორპ./54, თბილისი 0186, საქართველო
+ 995 32 2 91 71 54, + 995 32 2 91 71 50
contact@perlite.ge
http://perlite.ge
FB / ფარავანპერლიტი
შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” 2002 წლიდან ფარავნის ტბასთან არსებულ პერლიტის საბადოზე ფლობს პერლიტის მოპოვებისა და დამუშავების ექსკლუზიურ უფლებას და აწარმოებს სხვადასხვა დარგობრივ პროდუქციას: აგროპერლიტს, პერლიტის საფილტრე ფხვნილს, აფუებული პერლიტის ქვიშას და პერლიტის მსუბუქ თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს. ნაწარმი არის ეკოლოგიურად 100% სუფთა და 100% ქართული.
შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი”-ს მიერ წარმოებული აფუებული პერლიტის ქვიშა ორი სახეობისაა: სალესი და მოჭიმული იატაკისთვის. აფუებული პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად, როგორიცაა პერლიტობეტონი, რომლის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს.
თბოსაიზოლაციო პერლიტის ბათქაშის 3 სანტიმეტრიანი სისქის ფენა თავისი თბოსაიზოლაციო მაჩვენებლით უტოლდება 15 სანტიმეტრიანი აგურის და 30 სანტიმეტრიან ცივი ბლოკის წყობას. 10 სმ-იანი თბოსაიზოლაციო მოჭიმული იატაკის პერლიტობეტონი უტოლდება თითქმის 60 სმ სისქის ცივი ბეტონის მოჭიმულ იატაკს.
პერლიტობეტონის დაბალი მოცულობითი წონა – 500-800 კგ/მ3 (ცივი ბეტონის წონა 2200-2400 კგ/მ3) მნიშვნელოვნად ამცირებს ნაგებობის საძირკვლისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას, ამავე დროს უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის სეისმოლოგიურ მდგრადობას.