ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ალალი

ალალი

აჩინებული, თელავის რაიონი, საქართველო
+995 577 90 80 90
achinebuli@gmail.com
http://alalijuice.ge/
ალალი / ALALI

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “აჩინებული” თელავში, აჩინებულში მოქმედი გადამამუშავებელი წარმოებაა. თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი საწარმო კახეთში და შიდა ქართლში გლეხებისა და ფერმერებისგან ყიდულობს ხილს და წვენის ცივი დაწურვის მეთოდით წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტ უმაღლესი ხარისხის პრემიუმ პროდუქტს – ნატურალურ წვენს ბრენდული დასახელებით – “ალალი” აწარმოებს. შპს “აჩინებული” ამჟამად სამი სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ვაშლის, ატმის და ყურძნის. პროდუქცია 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიან მინის ბოთლებში, ასევე 3 ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული.

“ალალი” ქართული სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს მართალს, წრფელს, გულღიას.

მოცემულ სიტყვას ხშირად ვიყენებთ კეთილი ადამიანის დასახასიათებლად. ასევე ფრაზა – “შენზე ალალი იყოს” – ხშირად გამოიყენება “შეგერგოს”, “მშვიდობაში მოგახმაროს” მნიშვნელობით. სახელწოდება გამოხატავს წვენის ხარისხს, ნატურალურობას და ეხმიანება ბრენდის სტრატეგიას განსაკუთრებით მისიისა და სტილის ნაწილში (მაცოცხლებელი წვენი, გამჭირვალე, მზრუნველი).

ბრენდის ლოგოსთვის დაიწერა საავტორო შრიფტი, რომელიც არის მკაფიო, სახასიათო და პოზიტიური განწყობის მატარებელი.

შეფუთვის დიზაინში გამოხატულია ბრენდის მთავარი სათქმელი: “ალალი” ეს არის მაცოცხლებელი წვენი, რადგან იგი მომხმარებლამდე მიდის როგორც ცოცხალი ხილი და ცოცხალი ენერგია, რაც თავის მხრივ სიცოცხლის ხალისს უბრუნებს მომხმარებელს. ილუსტრაციისა და ფოტოს სინთეზით დრამატიზებულია ქართული სოფლის “კეთილშობილ” მიწაზე მოყვანილი ჯანსაღი, ქართული პროდუქტი. ქართველი პერსონაჟები, ქართული სოფლის გარემო და ატრიბუტები შეფუთვას ქართულობის აღქმას მატებს და ამავდროულად ახალი შესაძლებლობებით გამოცოცხლებულ სოფლის ცხოვრებას გვაჩვენებს.

“ალალი” არის ბრენდი, რომელიც თავისი საქმიანობით სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხმარება და ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნით ახალი სიცოცხლით ავსებს სოფლებს. იგი სოფლის “კეთილშობილ” მიწაზე მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს, რითიც უფრო აახლოვებს სოფელს და ქალაქს ერთმანეთთან.

ბრენდის სტილია:
• პოზიტიური – ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ პოზიტიურ მოვლენებთან, რომელიც ფერადია და მუდამ გახარებს
• მეგობრული – ბუნებასთან, ადამიანებთან და ზოგადად გარემოსთან
• გამჭვირვალე – სანდო ბრენდი, რომელიც თავის მომხმარებელს თავიდან ბოლომდე აჩვენებს პროდუქტის დამზადების ციკლს
• SMART – თანამედროვე, გონებამახვილი, რომელიც მუდამ საინტერესო გადაწყვეტებს სთავაზობს მომხმარებელს
• ცნობისმოყვარე – ახალი აღმოჩენების გაკეთებით დაინტერესებული, თვისება რომელიც ეხმარება ბრენდს იყოს განვითარებაზე ორიენტირებული
• მზრუნველი – ბრენდი, რომელსაც აქვს ემპათიის უნარი და გულთან ახლოს მიაქვს ყველა სტეიკჰოლდერის საჭიროებები

ბრენდის მისიაა:
• წვლილის შეტანა სოფლის მეურნეობის განვითარებაში
• ახალი სიცოცხლე სოფელს (შესაძლებლობები ფერმერებს)
• სოფლის “კეთილშობილ” მიწაზე მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტი მომხმარებლებს (ქალაქის და სოფლის დაახლოება)

ბრენდის ღირებულებებია:
• სამშობლოს სიყვარული – ეროვნული საქმის კეთება ერთი სულისკვეთებით
• კეთილსინდისიერება – ყველა სტეიკჰოლდერთან ურთიერთობისას გამოჩენილი პატიოსნება, სიმართლის თქმა
• შრომისმოყვარეობა – დაუზარელი სწრაფვა განვითარებისკენ
• მეცნიერული მიდგომები – დეტალებზე ორიენტირებულობა და ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი, რომელიც პროდუქტში / საქმიანობაში / ურთიერთობებში აისახება
• სიცოცხლის სიყვარული – ბრენდი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ბუნება, სიცოცხლე და გარშემომყოფები
• ცნობისმოყვარეობა – თვისება, რომელიც ეხმარება ბრენდს თანამედროვეობის პულსზე ედოს ხელი, თვითგანვითარებაზე ორიენტირდეს და იყოს მუდამ საინტერესო

ხედვა:
• #1 არჩევანი ქართულ ნატურალურ პრემიუმ ხარისხის წვენებში – მუდმივი აქტიური კომუნიკაციით და ხარისხის გაუმჯობესებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ბრენდი იქცეს მომხმარებლისთვის ყველაზე სასურველ ქართულ წვენად, როდესაც საუბარია უმაღლესი ხარისხის წვენებზე
• ძლიერი გაერთიანების შექმნა, რომლის მიზანიც იქნება გლეხების, ბიზნესში მოღვაწე ადამიანების, ტექნოლოგების და ბიოლოგების დაკავშირება, ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრები და ტრეინინგები წარმატებული საქმიანობის და სოფლის გაძლიერებისთვის
• ახალი სეგმენტის მოსაზიდად,ბრენდის საქმიანობის მასშტაბების გასაზრდელად და მომხმარებლების მოთხოვნებზე მოსარგებად ახალი პროდუქტების წარმოება
• ექსპორტზე გასვლა

ბრენდ მოტო:
ბრენდი თავისი საქმიანობით და ჯანსაღი პროდუქტით ხელს უწყობს მის გარშემო გარემოს და ადამიანების გამოცოცხლებას. გამოცოცხლებაში კი იგულისხმება სიცოცხლის სიხარულის მინიჭება, იმიტომ რომ ცოცხალი ხილის ცივი დაწურვით იღებ მაქსიმალურად შენარჩუნებულ ხილის თვისებებს წვენში.

ბრენდის აუდიტორია:
• მეოჯახეები: გაახაროს შვილი, ოჯახის წევრი ჯანსაღი პროდუქტით, ცოცხალი ხილით დაწურული წვენი სიცოცხლის სიხარულით ავსებს ოჯახის წევრებს.
• მილენიალები: სიცოცხლის სიხარულით აივსო, როდესაც ჯანსაღი, ცოცხალი ხილისგან დაწურული პროდუქტი მიიღო, ბედნიერი და კმაყოფილია საკუთარი თავით.

ბრენდის ქვეშ არსებობენ შემდეგი პროდუქტები:
ნატურალური წვენი “ალალი” 0.25 ლ ატამი
ნატურალური წვენი “ალალი” 0.25 ლ ვაშლი
ნატურალური წვენი “ალალი” 0.25 ლ ყურძენი
ნატურალური წვენი “ალალი” 1 ლ ატამი
ნატურალური წვენი “ალალი” 1 ლ ვაშლი
ნატურალური წვენი “ალალი” 1 ლ ყურძენი
ნატურალური წვენი “ალალი” 3 ლ ატამი პაუჩი
ნატურალური წვენი “ალალი” 3 ლ ვაშლი პაუჩი
ნატურალური წვენი “ალალი” 3 ლ ყურძენი პაუჩი

ალალი – წვენი, რომელიც აცოცხლებს!