ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ქართული ატმის წვენი

ქართული ატმის წვენი

აჩინებული, თელავის რაიონი, საქართველო
+995 577 90 80 90
achinebuli@gmail.com
http://alalijuice.ge/
ალალი / ALALI

შპს “აჩინებული” თელავში, აჩინებულში მოქმედი გადამამუშავებელი წარმოებაა. თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი საწარმო კახეთში და შიდა ქართლში გლეხებისა და ფერმერებისგან ყიდულობს ხილს და წვენის ცივი დაწურვის მეთოდით წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტ უმაღლესი ხარისხის პრემიუმ პროდუქტს – ნატურალურ წვენს ბრენდული დასახელებით – “ალალი” აწარმოებს. ასორტიმენტშია ვაშლის, ყურძნის, ატმის, მაყვლის და ციტრუსის წვენები.

ქართული ატმის წვენი შპს “აჩინებული”-ს მიერ წარმოებული წვენებიდან გამორჩეულია. ცოცხალი ხილის გემოს და თვისებების შესანარჩუნებლად კომპანია იყენებს ინოვაციურ, წვენის ცივად დაწურვის ტექნოლოგიას. სწორედ ამიტომ აქვს თქვენს ჭიქაში ჩამოსხმულ “ალალი”-ს წვენს სოფლის ბაღში მოწყვეტილი ხილის გემო და მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები. პროდუქცია 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიან მინის ბოთლებში, ასევე 3 ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული.

“ალალი” სწორედ იმითაა უნიკალური, რომ წვენი 100%-ით ქართული ხილისგან მზადდება ყოველგვარი ემულგატორების, კონსერვანტებისა და შაქრის დამატების გარეშე. არ შეიცავს გმო-ს. ჯანსაღი და გემრიელი წვენის დამზადებას კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ქართული მიწა, ჯანსაღი კლიმატი, გამოცდილი ფერმერი და საუკეთესო საწარმოო პირობები. ფერმერებმა ყველაზე კარგად იციან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართული ხილის გემო. საწარმოში კი ზუსტად იციან როგორ შეინარჩუნონ ეს გემო “ალალი”-ს წვენში.

ხარისხის კონტროლის მიზნით ხილი მოწმდება პესტიციდებზე ჯერ კიდევ გადამამუშავებელ ქარხანაში მოხვედრამდე. ხდება ნედლეულის მიკრობიოლოგიური ანალიზი. კომპანია ფლობს “შესაბამისობის სერთიფიკატს”. მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის HACCP და ISO 22000-ის დანერგვისთვის საჭირო სამუშაოები.

ალალი – წვენი, რომელიც აცოცხლებს!