ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ავეჯის მასალები

ფეიქართა 66, თბილისი, საქართველო
+995 596 70 30 10, +995 599 53 37 73
info@avangardi.com.ge
https://www.avangardi.com.ge/
FB / ავანგარდი

შპს “ავანგარდი” 2004 წელს დაფუძნებული ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობა ავეჯის მასალების – სამზარეულოს ზედაპირებისა და სახელურების წარმოებაა. კომპანია ასევე სპეციალიზდება ე.წ. ბარებისა და მისაღები მაგიდების – “Reception”-ის წარმოებაში და ასევე აწარმოებს კომპოზიტური მასალების პროდუქციას – ე.წ. ხელოვნურ ქვას. გარდა ამისაა შპს “ავანგარდი” ავეჯის მიმართულებით სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდის ამ დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შპს “ავანგარდი” ფლობს საკუთარ უძრავ ქონებას 3 000 მ2, აქვს 5 ფილიალი, ჰყავს 43 თანამშრომელი და 22 დისტრიბუტორი-პარტნიორი კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

შპს “ავანგარდი”-ს საქმიანობა თავიდანვე იყო ავეჯის წარმოება. 2009-დან კომპანია იწყებს სერიული ავეჯის მასალების წარმოებასაც, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია სამზარეულოს ზედაპირების წარმოება, ე.წ. პლასტიკატის ზედაპირები. ამჟამად “ავანგარდი” ამ პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში და იმპორტირებულ კონკურენტულ პროდუქციასთან მიმართებაში უპირატესობა უჭირავს დაახლოებით 65% – 35% -თან.

შპს “ავანგარდი” აგრძელებს ავეჯის წარმოებას ვიწრო მიმართულებით და სპეციალიზდება ე.წ. ბარებისა და მისაღები მაგიდების – “Reception”-ის წარმოებაში. ამასთანავე კომპანია ავეჯის მიმართულებით სხვადასხვა სახის მომსახურებებსაწვდის ამ დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (ავეჯის სპეციალური სახელურები, ოვალურად დეტალების ფორმირება და ლამინირება, CNC -ით სერვისი და ა.შ.). შპს “ავანგარდი” წარმოგიდგენთ ასევე კომპოზიტური მასალების პროდუქციას – ე.წ. ხელოვნურ ქვას, რომელზეც მოთხოვნა იზრდება და რაოდენობრივი კუთხით პლასტიკატის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს ურთიერთჩანაცვლებად პროდუქციათა ნუსხაში.

2019 წელს კომპანიას გეგმავს საქართველოს შესთავაზოს იტალიური წარმოების ალტერნატიული მასალა ე.წ. “FENIX”, რომელიც ნანოტექნოლოგიის პროდუქტია. ამ ბრენდული ნედლეულით დამზადებული ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე ითვლება მაღალი კლასის პროდუქტად. მას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა ალტერნატიულ პროდუქციასთან შედარებით. კერძოდ, მასალას ახასიათებს კაწვრის მიმართ გამძლეობის მაღალი კოეფიცოენტი. მცირე და საშუალი დაზიანების შედეგად მასალას ახასიათებს აღდგენის უნარი, რაც სწორედ მის უნიკალურობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ლაქებისა და ტემპერატურის მიმართ მედეგობას აქაც ნანოტექნოლოგიური პროდუქტი “FENIX” ლიდერია ურთიერთჩანაცვლებად ალტერნატიულ მასალათა შორის. შპს “ავანგარდი” 2019 წელს გეგმავს აღნიშნული ნედლეულით მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს საქართველოს ბაზარს.

კომპანია ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს საქართველოს ბაზარს შესთავაზოს სიახლეები. შპს “ავანგარდი”-ს პოლიტიკაა სხვა ქართულ ავეჯის კომპანიებთან ერთად შექმნას მაღალი ხარისხის ქართული ავეჯის ბრენდები. კომპანიის სტრატეგიაა – თანამშრომლობა ავეჯის მრეწველობაში.