ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ავანგარდი

ავანგარდი

ფეიქართა 66, თბილისი, საქართველო
+995 599 33 30 50
avangardi@yahoo.com
http://avangardi.ge/
FB / ავანგარდი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ავანგარდი” 2004 წელს დაფუძნებული ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობა ავეჯის მასალების – სამზარეულოს ზედაპირებისა და სახელურების წარმოებაა. კომპანია ასევე სპეციალიზდება ე.წ. ბარებისა და მისაღები მაგიდების – “Reception”-ის წარმოებაში და ასევე აწარმოებს კომპოზიტური მასალების პროდუქციას – ე.წ. ხელოვნურ ქვას. გარდა ამისაა შპს “ავანგარდი” ავეჯის მიმართულებით სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდის ამ დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შპს “ავანგარდი” ფლობს საკუთარ უძრავ ქონებას 3 000 მ2, აქვს 5 ფილიალი, ჰყავს 43 თანამშრომელი და 22 დისტრიბუტორი-პარტნიორი კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ბრენდი “ავანგარდი”-ს ისტორია მისი დამფუძნებლით – ბნ. ბესიკ ვერძეულით იწყება. ბნ. ბესო 2 წელი მუშაობდა ინგლისში დურგლად 2001-2003 წლებში. ჩამოვიდა რა საქართველოში 2004 წელს, დააფუძნა კომპანია პირადი დანაზოგებით და შეუდგა საქმიანობას. სტრატეგია თავიდანვე იყო ახალი მეთოდების დანერგვა ავეჯის წარმოებაში, რამაც განაპირობა სახელწოდება – “ავანგარდი”-ს შერჩევა.

კომპანია ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს საქართველოს ბაზარს შესთავაზოს სიახლეები. 2019 წელს კომპანიას გეგმავს საქართველოს შესთავაზოს იტალიური წარმოების ალტერნატიული მასალა ე.წ. “FENIX”, რომელიც ნანოტექნოლოგიის პროდუქტია. ამ ბრენდული ნედლეულით დამზადებული ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე ითვლება მაღალი კლასის პროდუქტად.

შპს “ავანგარდი”-ს პოლიტიკაა სხვა ქართულ ავეჯის კომპანიებთან ერთად შექმნას მაღალი ხარისხის ქართული ავეჯის ბრენდები. კომპანიის სტრატეგიაა – თანამშრომლობა ავეჯის მრეწველობაში.