ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ავანგარდი, შპს

ავანგარდი, შპს

ფეიქართა 66, თბილისი, საქართველო
+995 599 33 30 50
avangardi@yahoo.com
http://avangardi.ge/
FB / ავანგარდი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ავანგარდი” დაფუძნდა 2004 წლის დეკემბერში. თავიდანვე მისი საქმიანობა იყო ავეჯის წარმოება. 2009-დან კომპანია იწყებს სერიული ავეჯის მასალების წარმოებასაც, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია სამზარეულოს ზედაპირების წარმოება, ე.წ. პლასტიკატის ზედაპირები. ამჟამად “ავანგარდი” ამ პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში და იმპორტირებულ კონკურენტულ პროდუქციასთან მიმართებაში უპირატესობა უჭირავს დაახლოებით 65% – 35% -თან. შპს “ავანგარდი” ფლობს საკუთარ უძრავ ქონებას 3 000 მ2, აქვს 5 ფილიალი, ჰყავს 43 თანამშრომელი და 22 დისტრიბუტორი-პარტნიორი კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 2018 წლის ბრუნვა 4 800 000 ლარამდეა.

შპს “ავანგარდი” აგრძელებს ავეჯის წარმოებას ვიწრო მიმართულებით და სპეციალიზდება ე.წ. ბარებისა და მისაღები მაგიდების – “Reception”-ის წარმოებაში. ამასთანავე კომპანია ავეჯის მიმართულებით სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდის ამ დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (ავეჯის სპეციალური სახელურები, ოვალურად დეტალების ფორმირება და ლამინირება, CNC -ით სერვისი და ა.შ.). შპს “ავანგარდი” წარმოგიდგენთ ასევე კომპოზიტური მასალების პროდუქციას – ე.წ. ხელოვნურ ქვას, რომელზეც მოთხოვნა იზრდება და რაოდენობრივი კუთხით პლასტიკატის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს ურთიერთჩანაცვლებად პროდუქციათა ნუსხაში.

კომპანია ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს საქართველოს ბაზარს შესთავაზოს სიახლეები. 2019 წელს კომპანიას გეგმავს საქართველოს შესთავაზოს იტალიური წარმოების ალტერნატიული მასალა ე.წ. “FENIX”, რომელიც ნანოტექნოლოგიის პროდუქტია. ამ ბრენდული ნედლეულით დამზადებული ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე ითვლება მაღალი კლასის პროდუქტად.

შპს “ავანგარდი”-ს პოლიტიკაა სხვა ქართულ ავეჯის კომპანიებთან ერთად შექმნას მაღალი ხარისხის ქართული ავეჯის ბრენდები. კომპანიის სტრატეგიაა – თანამშრომლობა ავეჯის მრეწველობაში.