ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

აგროპერლიტი

ვაჟა ფშაველას VII კვტ., VIII კორპ./54, თბილისი 0186, საქართველო
+ 995 32 2 91 71 54, + 995 32 2 91 71 50
contact@perlite.ge
http://perlite.ge
FB / ფარავანპერლიტი

შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” 2002 წლიდან ფარავნის ტბასთან არსებულ პერლიტის საბადოზე ფლობს პერლიტის მოპოვებისა და დამუშავების ექსკლუზიურ უფლებას და აწარმოებს სხვადასხვა დარგობრივ პროდუქციას: აგროპერლიტს, პერლიტის საფილტრე ფხვნილს, აფუებული პერლიტის ქვიშას და პერლიტის მსუბუქ თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს. ნაწარმი არის ეკოლოგიურად 100% სუფთა და 100% ქართული.

აგროპერლიტი მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, როგორც ნიადაგის შემადგენელი კომპონენტი ტენიანობის შესანარჩუნებლად, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ქმნის წყლისა და ჰაერის მოძრაობის უნაკლო სისტემას, რაც უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ ზრდას.

შპს “სამთო კომპანია ფარავანპერლიტი”-ს მიერ წარმოებული აგროპერლიტი იცავს მცენარის ფესვებს ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან გაზაფხულზე და ზამთარში ღია გრუნტებზე. აგროპერლიტი დაფასოებულია როგორც 100 ლიტრიან პოლიეთილენის ტომრებში, ასევე 175 გრამიან მცირე ზომის შეფუთვებში და 50 ლიტრიან კომფორტულ ტომრებში.