ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > აგარის შაქარი

აგარის შაქარი

ქართულია & kar.ge-ა!

ნაცნობი ქართული ბრენდი და პროდუქტი მინდა შეგახსენოთ დღეს. ეს არის აგარის შაქარი. შაქარი მუდმივი მოხმარების პროდუქტია და წესით აგარის შაქარს კონკურენტი არც უნდა ყავდეს საქართველოში მყიდველიანობის მხრივ და აი რატომ:

„აგარის შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში ერთადერთი საწარმოა, რომელიც ამუშავებს და აწარმოებს თეთრ შაქარს. იგი მდებარეობს ქარელის რაიონში დაბა აგარაში. ქარხანა დაარსების დღიდან (1932 წელი) აწარმოებს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი ნორმების შესაბამის თეთრ შაქარს (შაქრის ფხვნილს). ამასთან 1995 წლამდე შაქარი იწარმოებოდა ადგილობრივი წარმოების შაქრის ჭარხლის გადამუშავებით და მისი წლიური მოცულობა 10-12 ათას ტონას შეადგენდა, ხოლო 1995 წლიდან თეთრი შაქარი იწარმოება შაქრის ლერწმის პირველადი გადამუშავებით მიღებული ნედლეულის (ნახევარფაბრიკატის) გადამუშავების გზით, რომლის შესყიდვა ხდება მსოფლიო სასაქონლო/საფონდო ბირჟებზე. ქარხანაში შაქრის წარმოება მიმდინარეობს უწყვეტ ციკლად 24 საათიან რეჟიმში და დასაქმებულია 530 მუშა-მოსამსახურე.“ – ვკითხულობთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საიტზე.

კომპანიის საიტი არ ფუნქციონირებს. ეტიკეტზე, სადაც მითითებულია რომ პროდუქტი სერტიფიცირებულია და ეკოლოგიურად სუფთა, საკონტაქტო რეკვიზიტებია მითითებული. 1კგ-იანი შეფუთვა „ფრესკო“-ში შევიძინე 1.70 ლარად, სავარაუდოდ ასაწონი ვარიანტი უფრო იაფი იქნება.

დაეხმარეთ ქართულ ეკონომიკას, ნუ რაც დარჩა ეკონომიკისგან, დაიტკბეთ თქვენი ცხოვრება აგარის შაქრით

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.