ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > აგარის შაქარი -“ტკბილი” წუთებისთვის

აგარის შაქარი -“ტკბილი” წუთებისთვის

ქართულია & kar.ge-ა!

დღეს კარფურში აგარის შაქარი შევიძინე… ზოგადად ამ პროდუქტის დიდად მოყვარული არ ვარ, მაგრამ აუცილებელი “ნივთია” ოჯახში…

აგარის შაქრის ქარხანა დაარსდა 1932 წელს, ქარელის რაიონის დაბა აგარაში. 1932 წლიდან მოყოლებული ქარხანა ყოველწლიურად აწარმოებს მოქმედი სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამის თეთრ შაქარს. 1958 წლამდე ქარხანა შაქრის წარმოებას ახდენდა ადგილობრივი წარმოების შაქრის ჭარხლისაგან, რომლის წლიური მოცულობა 100 000 ტონას არ აღემატებოდა, ხოლო მისგან წარმოებული თეთრი შაქრის წარმოება კი 8000 ტონას. ამჟამად კომპანიას ნედლეული საზღვარგარეთიდან შემოაქვს და საქართველოში გადაამუშავებს.  თუ ინტერნეტ-გამოცემებს ვენდობით, ამჟამად ქარხანაში 500-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

ნამდვილად მიჭირს შაქრის ხარისხზე საუბარი, ყველა ტკბილია და ამით შემოიფარგლება ჩემთვის ამ პროდუქციის მახასიათებელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემს მიერ გადახდილი თანხა 500 ქართველს შეუნარჩუნებს სამსახურს და ოჯახის ღირსეულად რჩენის საშუალებას, უკვე საკმარისზე მეტი მოტივია ამ პროდუქციის შესაძენად!

მე ვამაყობ ქართული წარმოებით!

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და იამაყებთ თქვენც!

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.