ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ძეხვი მონადირული, ნახევრად შებოლილი – #8 დღის გამოწვევის პროდუქტია

გავხსენი პაკეტი და შიგნით რა აღმოვაჩინე გაინტერესებთ?

უგემრიელესი ნახევრად შებოლილი ძეხვის 12 ნაჭერი საერთო წონით ნახევარ კგ-მდე …

აბა რა გეგონათ?

და მალე გამოვუყვანე წირვა!
[სხვათა შორის აქციაში იყო და ზედ ორი ცალი ქართული ლოდი მოჰყვებოდა …]

პროდუქტის მწარმოებელია ნიკორა და ვიყიდე ნიკორა სუპერმარკეტში გლდანში
7.2 ლარი ღირს და ღირს ნამდვილად

ყველაზე ძალიან იცით რა მიკვირს?

კარფურშიც რომ იყიდება. ეს იმ დროს როცა კარფური და ნიკორას ქსელი მთავარი კონკურენტები არიან საცალო ვაჭრობის ბაზარზე …

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!