ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“ოკეანე“-ს ცივად შებოლილი სკუმბრია ჩემი მე-19 დღის შენაძენია

იშვიათია ადამიანი, რომელსააც შებოლილი თევზი არ უყვარს და ზოგადად შებოლილი ნაწარმი!

მეც მიყვარს, ჩემთანაც ოჯახშიც.

ასეთი ნაწარმის ყიდვისას ჰიგიებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შეფუთვას, მწარმოებელს ფასს და არა მხოლოდ. სწორედ ამიტომ ვიყიდე „ოკეანე“-ს ცივად შებოლილი სკუმბრია, რომელიც ასეა შეფუთული. 322 გრამიანია და 5,18 ლარი ღირს.

სუნი გადასარევი …

გემო გადასარევი …

ფასი ნორმალური!!!

და ვიდეოც ნაჩქარევად გავავიღე მოშიებულზე. ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის უკვე აღარ იყო …

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.