ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ბოლნისის ქვევრის რქაწითელი, ძმების მარანი დღე #27

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

დღეს მინდა ჩემი აღმოჩენა გაგაცნოთ, რომელიც სულ მალე KAR.GE კატალოგშიც შემოგვიერთდება. ეს არის შპს “CCBG – ბოლნისი 2015”-ის მიერ წარმოებული ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი. კომპანია მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ქ. ბოლნისში. აქ ვაზი ფერდობზეა გაშენებული ზღვის დონიდან 570 მეტრზე და მზეც გარკვეული კუთხით ხვდება.

ბოლნისის რქაწითელის მსგავსი რქაწითელი არსად მთელს კახეთში არ მოიპოვება. ყურძენი ძმების – ბნ. გურამ ავქოფაშვილის და ბნ. გიორგი ჭყონიას საკუთარ ვენახშია მოწეული. კომპანიას მყარად აქვს აღებული ბიო ღვინის წარმოების მიმართულება, რის გამოც ვენახს განსაკუთრებული რუდუნებით უფრთხილდებიან.

ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი – მზადდება ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში. მაცერაციის პერიოდი 6 თვეა. 2015 წლის მოსავალი წარმოებულია 1000 ბოთლი 0,75 ლ. კომპანიამ ღვინო ბოთლში პირველად 2016 წლის გაზაფხულზე ჩამოასხა და უკვე ორ ფესტივალზე მისცა ღვინის მოყვარულებს მისი დაგემოვნების საშუალება. ახალი ღვინის ფესტივალზე 2016 წლის 14 მაისს ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა, WineExpo 2016-ზე კი 2016 წლის 3-5 ივნისს ვერცხლის მედალი და 6 უცხოელი ღვინის მაგისტრის აღიარება მოიპოვა. 1 წლის კომპანიისთვის, რომელმაც პირველი ღვინო აწარმოა პირველივე წელს ასეთი აღიარება უკვე მეტად საამაყო ფაქტია.

იყიდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი:
ღვინის მაღაზია ვინომანია, კ. აფხაზის 5/7
ღვინის მაღაზია #1, ჯ. აფხაზის 45
ღვინის ოთახი, ჭოველიძის 39
ბათუმი:
ღვინის ოთახი, ზ. გამსახურდიას 9
ვინომანია, დუმბაძის 7~

ეხლა ის დროა გასინჯოთ და მოსაზრება გაგვიზიაროთ 🙂