ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მოზაიკა გონიო-აფსაროსში

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა: მოზაიკა გონიო-აფსაროსში

სულ ახლახან გონიოს ციხის ტერიტორიაზე ქართველმა და პოლონელმა არქეოლოგებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. ფოტოზე ხედავთ მოზაიკას, რომელიც სავარაუდოდ ძველი რომაული აბანოსია და პირველ საუკუნეს მიეკუთვნება. მასზე გეომერტიული ფიგურებია გამოსახული.

ასეთი მოზაიკა ბევრი აღმოუჩენიათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ როგორც ამბობენ გონიოს აღმოჩენა განსაკუთრებულია. კერძოდ, ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წ) დროსაა აგებული.

აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის შესახებ Archeology.org-ზეც დაწერეს.